ბილიდაზა – BILIDAZUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბილიდაზა – BILIDAZUM-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიალუნრონიდაზული პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
კომბინირებული პრეპარატი
ბილიდაზა – არის მიკრობული ჰიალურონიდაზის მაღალი სისუფთავის პრეპარატის სტერილური ლიოფილიზებული ფხვნილი ამპულებში.


ბილიდაზა – BILIDAZUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოყენება:
ოპერაციის და დამწვრობის შემდგომ განვითარებული ჰიპერტროფიული და კოლოიდური ნაწიბურების, დერმატოგენური კონტრაქტურების, ანკილოზური ართრიტების და ლიმფო – ვენური უკმარისობის სამკურნალოდ; მუცლის ღრუში, ქალის გენიტალურ ტრაქტში შეხორცებების და ჰემატომების გასაწოვად; სამკურნალო ნივთიერებების შეღწევადობის გადიდებისთვის; თვალის სხვადასხვა ნაწილებში სისხლჩაქცევების გასაწოვად, თვალის ბროლის შემღვრევის და საცრემლე გზების გაუვალობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება:
მწვავე ანთებითი პროცესები, ფილტვის ტუბერკულოზი.

გამოყენების წესი:
ამპულის შეგთავსი იხსნება 1 მლ საინექციო წყალში ან ნოვოკაინში და შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-15 ინექციას. თითო ამპულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით. პრეპარატი ასევე შეჰყავთ ელექტრო და ფონოფორეზის მეშვეობით.

გამოშვების ფორმა:
500 პ. ე. ჯამური აქტივობის პრეპარატი 2 მლ ნომინალური მოცულობის, ნეიტრალურ მინის ამპულებში. 10 ამპულა ქაღალდის ტიხრებიან მუყაოს კოლოფში, პოლიგრაფიულად გაფორმებული ეტიკეტ – ბანდეროლით.
შენახვის პირობები: ბნელ, გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება