ბილობილი / BILOBIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გინკგოს გლიკოზიდები/ ginkgo biloba

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი.


ბილობილი / BILOBIL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი C04AX.

წამლის ფორმა
კაფსულები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 40 მგ
(სტანდარტიზებული 9.6 მგ გინკგოს ფლავონური გლიკოზიდების და 2.4 მგ ტერპენის ლაქტონების (გინკგოლიდები და ბილობალიდები)).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

აღწერილობა
შოკოლადისფერ-ყავისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოყვითალო-ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკგო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ენიშნებათ პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
– ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა,
– ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება,
– შფოთვის, შიშის შეგრძნება,
– თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება პერ-ოს 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არა ნაკლებ 3 თვეს.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.

ორსულობა და ლაქტაცია
ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზა
დღეისათვის პრეპარატის ბილობილი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა
40 მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერზე. შეფუთვაში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 40მგ კაფსულა №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება