ბიოლექტრა® მაგნეზიუმ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიოლექტრა® მაგნეზიუმ-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიოლექტრა® მაგნეზიუმ-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიოლექტრა® მაგნეზიუმ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



დიეტური დანამატირომელიც ერთი პაკეტში შეიცავს 300 მგ მაგნიუმს
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში
მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში,
რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი
სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის
შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში.

მაგნიუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, კერძოდ
– კუნთების ნორმალურ მუშაობისთვის;
– ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
– დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად;
– ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად;
– ნორმალური ენერგეტიკული ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.

რა რაოდენობის მაგნიუმი გვჭირდება დღეში?
25 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებს დღეში ესაჭიროება 300 მგ-დან 350 მგ-მდე მაგნიუმი. განსაკუთრებითგაზრდილია მაგნიუმის მოთხოვნილება მოზარდებში,ახალგაზრდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. გარდაამისა, მაგნიუმის მაღალი მოთხოვნილება აღინიშნება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების, სპორტული ვარჯიშების დროს, ასევე მძიმე გონებრივი ან ფიზიკური შრომით დაკავებულ
პირებში. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო მოთხოვნას მიზანშეწონილია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მაგნიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენება.

მაგნიუმის დამატებითი თანამედროვე  წყარო
ბიოელექტრა მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი – მაგნიუმის შემცველი თანამედროვე და პრაქტიკული დიეტური დანამატია, რომლის მეშვებით ადვილად შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის კომპენსირება. მიკროგრანულების, ანუ პატარა ზომის ბურთულების სახით წარმოდგენილი, სამკურნალო ფორმის გამო, დანამატი ბიოელექტრა მაგნეზიუმ  300 მგ დირექტის მიღება შესაძლებელია სითხის მიყოლების გარეშე.  დღეში ერთი პაკეტის მიღება საკმარისია, რათა უზრუნველყოთ მაგნიუმის  სადღეღამისო დოზა, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს* და რომელიც რეკომენდებულია კვების გერმანული საზოგადოების მიერ. ბიოელექტრა მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ პირებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ხშირად დადიან მივლინებებში ან აქტიურად არიან დაკავებული სპორტით. ასე რომ გზაში ან ვარჯიშზე ყოფნისას თქვენ არ დაგჭირდებათ ხელთ იქონიოთ ჭიქა წყალი.

* კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის სადღეღამისო დოზა 25 წელზე მეტი ასაკის ქალებისათვის.

მაგნიუმის მოთხოვნა მგ/დღეში

მამრ.                                                მდედრ.

ბავშვები
1 წლიდან  4 წლამდე

4 წლიდან  7 წლამდე

7 წლიდან  10 წლამდე

10 წლიდან  13 წლამდე

13 წლიდან  15 წლამდე

 

 

 

230

80

120

170

 

310

 

 

 

250

მოზარდები და მოზრდილები
15 წლიდან  19 წლამდე

19 წლიდან  25 წლამდე

25 წლიდან  65 წლამდე და მეტი ასაკი

400

400

350

350

310

300

ორსული ქალები
19 წლამდე

19 წელზე მეტი ასაკი

350

310

მეძუძური დედები 390

კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის დოზა მითითებულია DACH-ის ერთეულებში „საკვები ნივთიერებების მოხმარების რეფერენტული მნიშვნელობები“, 2015 წ. (მამრ. – მამრობითი სქესი, მდერ. – მდედრობითი სქესი).

გამოშვების ფორმა: 300 მგ პაკეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Hermes Arzneimittel GmbH, გერმანია

გაფრთხილება