ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
ბიონორმი 250 – BIONORM 250-ის ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედება, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.
ბიონორმი 250 – BIONORM 250 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები, უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>
ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>
უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: Saccharomyces boulardii 250მგ, matrikaria recutita (სააფთიაქო გვირილა) 100მგ;
თვისებები:
Saccharomyces boulardii -გააჩნია ანტიდიარეული, ანტიმიკრობული, ანტიტოქსიური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
სააფთიაქო გვირილას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს.
ბიონორმი®250 გამოიყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა დამკურნალობისთვის
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა;
• დიარეა, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით;
• ნაწლავის დისბიოზი;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი;
• მოგზაურის დიარეა.
გამოყენების მეთოდი:
პროფილაქტიკური დოზა:1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
დიარეის მკურნალობა: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდის 6 კაფსულამდე დღეში;
მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს 3-5 დღე-ღამე;
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე-ღამე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არასასურველი შეგრძნება კუჭის არეში, რაც არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია:
არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები პრეპარატ ბიონორმი® 250 –ის გამოყენებაზე ორსულობის და ლაქტაციის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ
ვარგისიანობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე
შენიშვნა:
თუ პრეპარატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში კლინიკური სიმპტომები არ გაუმჯობესდა საჭიროა მიმართოთ ექიმს.
მწარმოებელი: Oystershell N.V, Capricorn Life Sciences b.v, ნიდერლანდები-სთვის