ბონვივა / Bonviva

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იბანდრონის მჟავა/ibandronic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორები

1. აღწერილობა
1.1 წამლის თერაპიული/ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ბონვივა არის აზოტის შემცველი ბიფოსფონატი

1.2 წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი.

1.3 მიღების წესი
პერორალური.

1.4 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: იბანდრონის მჟავა, მონონატრიუმის მარილი და მონოჰიდრატი.
ერთი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 168.75 მგ იბანდრონის მჟავას, მონონატრიუმის მარილს, მონოჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 150 მგ იბანდრონის მჟავის

2. კლინიკური მახასიათებლები
2.1 თერაპიული ჩვენებები

ბონვივა 150 მგ  ინიშნება პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის დროს, მოტეხილობების რისკის შესამცირებლად.
ოსტეოპოროზის მკურნალობა: ოსტეოპოროზიs დიაგნოზი შეიძლება  დაესვას პაციენტს, რომელსაც აქვს ძვლის დაბალი მასა  (T-რიცხვი <-2.0 SD) და ანამნეზში ოსტეოპოროზული მოტეხილობის გამოცდილება, ან  ძვლის დაბალი მასა (T-რიცხვი <-2.5 SD) ანამნეზში დოკუმენტირებული ოსტეოპოროზული მოტეხილობის  გარეშე.

2.2 დოზირება და მიღების წესი
ბონვივას  რეკომენდებულ სამკურნალო დოზას წარმოადგენს 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი თვეში ერთხელ. სასურველია ტაბლეტის მიღებას თვის ერთი და იგივე რიცხვში.
პაციენტმა ბონვივა უნდა მიიღოს პირველ კვების (საუზმე) ან სასმელის (არ იგულისხმება წყალი) (იხ. თავი 2.4.3. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ან ურთიერთქმედების სხვა ფორმები, წამლის და საკვების ურთიერთქმედება) ან სხვა ნებისმიერი პერორალური დანამატის (კალციუმის ჩათვლით) მიღებამდე 60 წუთით ადრე:
–  პაციენტმა ტაბლეტი უნდა მიიღოს ჩვეულებრივ სავსე ჭიქა (180–240 მლ) წყალთან ერთად, ფეხზე მდგარმა ან გამართულ პოზაში მჯდომმა და არ უნდა დაწვევს ბონვივას მიღებიდან 60 წთ–ის განმავლობაში.
–  ჩვეულებრივი წყალი არის ერთადერთი სითხე რომლის მიღებაც შეიძლება ბონვივასთან ერთად. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ, რომ ზოგიერთი მინერალური წყალი კალციუმს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს და ამიტომ არ უნდა იქნეს გამოვიყენოთ.
–  პაციენტმა არ უნდა დაღეჭოს ან დაწუწნოს ტაბლეტი ოროფარინგეალური წყლულების განვითარების რისკის გამო.
პაციენტმა კალციუმი ან ვიტამინი D  უნდა მიიღოს დამატებით  თუ კვების რეჟიმით მათი მიღება არასაკმარისია.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ბონვივას იღებს თვეში ერთხელ და გამორჩება დოზა, თუ შემდეგი დოზის მიღებამდე 7 დღეზე მეტია დარჩენილი, მას უნდა მიეცეს ინსტრუქცია  გამოტოვებული ბონვივას 150 მგ ტაბლეტი  მიიღოს გახსენებისას მომდეევნო დილით, ამის შემდეგ პაციენტმა უნდა გააგრძლოს დოზის თვეში ერთხელ მიღება თავდაპირველი სქემის მიხედვით.
იმ შემთხვევაში თუ შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს 7 დღის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მოიცადოს გეგმით გათვალისწინებული მიღების დრომდე და შემდეგ განაგრძოს ერთი ტაბლეტის  თვეში ერთხელ მიღება სქემის მიხედვით. პაციენტმა არ შეიძლება მიიღოს ბონვივას 150 მგ ორი ტაბლეტი  ერთ კვირიანი დროის მონაკვეთში.

2.2.1 დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. თავი 3.2.5. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში).
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით, კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ, ბონვივას დანიშვნა უნდა გადაწყდეს  ინდივიდუალური რისკ–სარგებელიანობის შეფასების გათვალისწინებით (იხ. თავი 3.2.5. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში).
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის უაფრთხოების და ეფექტურობის პროფილი დადგენილი არ არის.

2.3 უკუჩვენებები
ბონვივა უკუნაჩვენებია იბანდრონის მჟავის ან სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ბონვივა უკუნაჩვენებია პაციენტებში არაკორეგირებული ჰიპოკალცემიით.  ბონვივათი თერაპიის დაწყებამდე, როგორც ყველა ბიფოსფონატის  ოსტეოპოროზის სამკურნალოდ დანიშვნამდე, უნდა მოხდეს მანამდე არსებული ჰიპოკალცემიის კორექცია. ბონვივა, როგორც ყველა ბიფოსფონატი, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საყლაპავის ისეთი დაავადებები, რომლებიც აძნლებენ საყლაპავის დაცლას როცორიცაა სტრიქტურა ან ახალაზია. (იხ. თავი 2.4 სიფრთხილიბის ზომები). ბონვივა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ფეხზე დგომა ან გამართულ პოზაში ჯდომა 60 წუთის განმავლობაში (იხ. თავი 2.2. დოზირება და მიღების წესი და 2.4. უსაფრთხოების ზომები).

2.4 სიფრთხილის ზომები
2.4.1
ზოგადი ინფორმაცია

ჰიპოკალცემიის და ძვლის და მინერალების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევების მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ბონვივათი თერაპიის დაწყებამდე. ყველა პაციენტისთვის აუცილებელია კალციუმის და D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება.
პერორალური მიღების ბიფოსფონატებმა შესაძლოა გამოიწვიონ ზედა გასტროინტესტინული ტრაქტის ლორწოვანის ლოკალური გაღიზიანება. იმის გამო რომ ამ ირიტაციულმა ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს არსებული დაავადების გამწვავება, ბონვივა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ზედა გასტროინტესტიული ტრაქტის დაავადებებით   (მაგ. ბარეტის საყლაპავი, დისფაგია, საყლაპავის სხვა დაავადებები, გასტრიტი, თორმეტგოჯას ანთება ან წყლულები).
გვერდითი გამოვლინებები როგორიცაა ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლულები და საყლაპავის ეროზიები ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მძიმეა და მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. იშვიათად პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას პერორალური ბიფოსფონატებით აღწერილია სისხლდენის შემთხვევები, რომელსაც თან სდევს საყლაპავის სტრიქტურა ან პერფორაცია. საყლაპავის მძიმე დაზენების მხრივ გვერდითი გამოვლინებები უფრო ხშირია იმ პაციენტებში რომლებიც არ ემორჩილებიან დოზირების ინსტრუქციებს და/ან აგრძელებენ პერორალური ბიფოსფონატების მიღებას საყლაპავის გაღიზიანების ნიშნების აღმოცენების შემდეგაც. პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გაითვალისწინონ წამლის მიღების ინსტრუქციები (იხ. თავი 2.2. დოზირება და მიღების წესი)
ექიმი ფრთხილად უნდა მოეკიდოს ნიშნებს და სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებენ საყლაპავის მხრივ გამოვლენილ რეაქციაზე და პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია შეწყვიტოს ბონვივას მიღება. ასევე მიაკითხონ ექიმს თუ განვითარდება დისფაგია, ოდინოფაგია, რესტროსტერნალური ტკივილი ან აღმოცენდება ან გაუარესდება გულძმარვა.
მიუხედავად იმისა რომ კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის განვითარების რისკის ზრდა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა აღწერილი, პოსტმარკეტინგულ კვლევებში ასეთ შემთხვევებს ვხვდებით. ზოგიერთი მათგანი მძიმედ და გართულებებით მიმდინარეობს. რადგან ისევე, როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები, ასევე ბიფოსფონატები ასოცირებულია გასტროინტესტინულ გაღიზიანებასთან, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მათი ერთად დანიშვნისას.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბიფოსფონატებით, აღწერილია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები. მათი უმეტესობა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სტომატოლოგიური პროცედურები, მაგრამ მსგავსი  შემთხვევები აღწერილია პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის ან სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებშიც. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების ცნობილი რისკ–ფაქტორები იყო კიბოს დიაგნოზის თანმხლები მკურნალობა (მაგ. ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდები) და კომორბიდული მდგომარეობები (მაგ. ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, კბილის დაავადებების არსებობა). შემთხვევების უმეტესობა განვითარდა პაციენტებში, რომლებიც ინტრავენური ბიფოსფონატებით მკურნალობდნენ. მაგრამ ასევე აღწერილია შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც  პერორალური ბიფოსფონატებით მკურნალობდნენ.
პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი ბიფოსფონატებით მკურნალობის დროს, სტომატოლოგიურმა ქირურგიამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება. პაციენტებში, რომლებსაც საჭირდებათ სტომატოლოგიური პროცედურები, ამცირებს თუ არა ბიფოსფონატების თერაპიის შეწყვეტა ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკს, მონაცმები წარმოდგენილი არ არის. მკურნალი ექიმის კლინიკური მსჯელობა პაციენტის მართვის გეგმასთან უნდა თანხვდებოდეს და ეფუძნებოდეს რისკ–სარგებლიანობის ინდივიდუალურ შეფასებას.

2.4.2 ზეგავლენა ავტომობილის და მანქანადანადგარების მართვაზე
კვლევები ბონვივას  ავტომობილის და მანქანა–დანადგარების მართვის უნარზე ზეგავლენის შესაფასებლად ჩატარებული არ არის.

2.4.3 ურთიერთქმედებები სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა
ფორმები

წამლის და საკვების ურთიერთქმედება
კალციუმის და სხვა მულტივალენტური კათიონების (როგიცაა ალუმინი, რკინა, მაგნიუმი, რკინა) შემცველი პროდუქტები რძის და საჭმელის ჩათვლით, შესაძლოა ხელს უშლიდეს ბონვივას აბსორბციას, რაც თავსებადია ცხოველების კვლევაში ნანახ შედეგებთან. ამდენად, მსგავსი პროდუქტების, საკვების ჩათვლით, მიღება უნდა მოხდეს წამლის პერორალური მიღებიდან 60 წუთის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მოსალოდნელია რომ, კალციუმის დანამატები, ანტაციდები და ზოგიერთი პერორალური მედიკამენტი, რომლებიც შეიცავს მულტივალენტურ კათიონებს (როგორიცაა, ალუმინი, მაგნიუმი, რკინა), ზეგავლენას ახდენდეს ბონვივას აბსორბციაზე. ამდენად, პაციენტება ბონვივას მიღების შემდეგ ამ მედიკამეტების მიღებამდე უნდა მოიცადონ 60 წუთი.
მენოპაუზის შემდეგ  პერიოდში მყოფ ქალებში ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა რომ ბონვივას არ აქვს რამე ტიპის ურთიერთქმედება ტამოქსიფენთან ან ჰორმონალურ (ესტროგენი) ჩანაცვლებით თერაპიასთან. მრავლობითი მიელომის მქონე პაცინტებში რამე ტიპის ურთიერთქმედება მელფალანი/პრედნიზოლთან ერთად დანიშვნის დროს აღწერილი არ არის.
ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში და ქალებში მენოპაუზის შემდეგ ი.ვ. რანიტიდინმა გამოიწვია იბანდრონის მჟავის ბიოშეღწევადობის 20 %–იანი ზრდა, შესაძლებელია კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. თუმცა, რადგან იბანდრონის მჟავის ბიოშეღწევადობის მსგავსი ზრდა დასაშვებ საზღვრებშია, ბონვივას ერთად დანიშვნისას H2–ანტაგონისტებთან ან ისეთ წამლებთან, რომლებიც იწვევენ კუჭის pH–ის გაზრდას, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვა წამლებთან ურთიერთქმედება დისპოზიციასთან დაკავშირებით  მოსალოდნელი არ არის. რადგან იბანდრონის მჟავა არ იწვევს ადამიანებში ღვიძლის მთავარი P450იზოენზიმების ინჰიბიციას და ვირთაგვებში არ უჩვენებია ციტოქრომ P450 სისტემის ინდუქცია. უფრო მეტიც, პლაზმის პროტეინებთან შეკავშირება დაბალია თერაპილი კონცენტრაციების დროს და შესაბამისად სხვა პროტეინებთან შეკავშირებული წამლების ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა.
იბანდრონის მჟავის ექსკრეცია ხდება მხოლოდ თირკმლებით და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. სეკრტორული გზა არ მოიცავს მჟავა ან ფუძე ნაცნობ  ტრანსპორტის სისტემებს, რომლებიც ჩართულია სხვა წამლების ექსკრეციაში.
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მქონე  ქალების ერთ წლიან კვლევაში (BM16549), წამლის  ასპირინთან და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებთან ერთად გამოყენებისას, ზედა განსტროინტესტინური მოვლენების სიხშირე  იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2,5 მგ ბონვივას  დღეში ერთხელ და 150 მგ თვეში ერთხელ მგავსი იყო.
BM16549 კვლევაში, რომელიც ადარებდა იბანდრონის მჟავის დღეში ერთხელ და თვეში ერთხელ რეჟიმებს, ჩართული იყო 1500–ზე მეტი პაციენტი. 14 % იღებდა ჰისტამინის (H2) ბლოკერს ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორს.  ამ პაციენტებს შორის, ვინც იღებდა ბონვივას 150 მგ თვეში ერთხელ და ბონვავას 2,5 მგ დღეში ერთხელ, ზედა გასტროინტესტინური გამოვლინებები მსგავსი იყო.

2.5 გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
2.5.1
ორსულობა

ბონვივა არ უნდა გამოვიყენოთ ორსულობის დროს.
ვირთაგვებში და ბოცვერებში, რომლებიც იღებდნენ იბანდრონის მჟავას პერორალურად დღეში ერთხელ, მტკიცებულება პირდაპირ ფეტალურ ტოქსიურ ან ტერატოგნულ ეფექტზე  წარმოდგენილი არ არის და ასევე ვირთაგვების F1 შთამომავლობაში არ არის აღმოჩენილი განვითარებაზე მოქმედი გვერდითი მოვლენები.  ვირთაგვების რეპროდუქცული ტოქსიურობის კვლევებში, იბანდრონის მჟავის გვერდითი მოვლენები იყო  ბიფოსფონატების, როგორც კლასის, მსგავსი. ეს მოიცავდა იმპლანტაციის არეების რაოდენობის შემცირებას, ბუნებრივი მშობიარობის შეფერხებას (დისტოცია) და ვისცერული გადახრების (თირკმლის მენჯ–შარდშადენის სინდრომი) მატებას. სპეცილური კვლევა თვეში ერთხელ დოზირების რეჟიმისთვის არ ჩატარებულა.
ორსულ ქალებში ბონვივას გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

2.5.2 მეძუძური დედები
ბონვივა არ უნდა გამოვიყენოთ ლაქტაციის დროს.
მეძუძურ ვირთაგვებში, რომლებიც იღებდნენ 0.008 მგ/კგ/დღე ი.ვ. იბანდრონის მჟავას, რძეში იბანდრონის მჟავის მაქსიმალური კონცენტრაცია 8.1 ნგ/მლ აღმოჩნდა ი.ვ მიღებიდან პირველი 2 საათის შემდეგ. 24 საათის შემდეგ, კონცენტრაცია პლაზმაში და რძეში მსგავსი იყო და შეესაბამებოდა 2 საათის შემდეგ განსაზღვრული კონცენტრაციის 5 %–ს.
გამოიყოფა თუ არა ბონვივა ადამიანის რძეში ცნობილი არ არის.

2.5.3 გამოუენება პედიატრიაში
იხ თავი 3.2.5. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში, ბავშვები.

2.5.4 გამოყენება გერიატრიაში
იხ თავი 3.2.5. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში, ხანდაზმულები.

2.5.5 თირკმლის უკმარისობა
იხ თავი 3.2.5 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში, პაციენტები თირკმლის უკმარისობით.

2.5.6 ღვიძლის უკმარისობა
იხ თავი 3.2.5 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში, პაციენტები ღვიძლის უკმარისობით.

2.6 არასასურველი ეფექტები
2.6.1
კლინიკური კვლევები

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა
თვეში ერთხელ დოზირება.
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მქონე ქალების ორ წლიან კვლევაში (BM16549), ბონვივა 150 მგ თვეში ერთხელ და ბონვივა 2,5 მგ დღეში ერთხელ დოზირების უსაფრთხოება მსგავსი იყო. მთლიანი წილი პაციენტების, რომლებშიც გამოვლინდა წამლის გვერდითი რეაქციები, ანუ გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საკვლევ მედიკამენტთან. ეს გვედითი მოვლენები 150 მგ ბონვივას თვეში ერთხელ  გამოყენების დროს ერთი წლის და ორი წლის შემდეგ შესაბამისად იყო 22.7% და 25.0% და 21.5% და 22.5 % ბონვივას დღეში ერთხელ გამოყნების დროს. წამლის გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო  ინტენსივობის იყო. შემთხვევების უმეტესობაში მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ გამხდარა.
ცხრილებში 1 და 2 ჩამოთვლილია წამლის გვერდითი მოვლენები, რომელიც გამოვლინდა ნამკურნალები პაციენტების 1 %–ზე მეტში. BM16549 კვლევაში პაცინტები იღებდნენ 150 მგ. ბონვივას თვეში ერთხელ და 2,5 მგ ბონვივას დღეში ერთხელ. MF4411 კვლევაში 2.5 მგ. ბონვივას დღეში ერთხელ. ცხრილებში ნაჩვენებია გვერდთი მოვლენები ამ ორი კვლევიდან, რომელთა სიხშირეც მეტი იყო MF4411 კვლევის პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის ხრისხის კლების მიხედვით.

მონაცმები BM16549 კვლევიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილია ცრილში 1 და აკუმულირებული მონაცემები ორი წლისთვის  BM16549 კვლევიდან წარმოდგენულია ცხრილში 2.

გამოშვების ფორმა:  150მგ #1ტ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტურული

მწარმოებელი: ჰოფმან ლა როში, შვეიცარია

გაფრთხილება