ბონექსი / BONEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბონექსი / BONEX-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):კალციუმი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), მაგნიუმი/ colecalciferol, Calcium, Magnesium

ბონექსი / BONEX-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და

კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატები


ბონექსი / BONEX აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
დოზირება 3 ტაბლეტზე: კალციუმი – 1000 მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 600 IU; მაგნიუმი (ოქსიდი) – 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბონექსის ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმს ვიტამინ D3 და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები
• სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• კალციუმისა და ვიტამინ D3- ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ინტენსიური ზრდის პერიოდი;
• მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
• ორსულობა და ლაქტაცია;
• მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;

მიღების წესები და დოზები
• 1-9 წელი – 1-2 ტაბლეტი დღეში
• 9-14 წელი ——–2-3 ტაბლეტი დღეში
• 14-18 წელი———–3 -4ტაბლეტი დღეში
• 19-50 წელი —–2-3 ტაბლეტი დღეში
• 50 ზე ზევით —-3 ტაბლეტი დღეში

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება