ბრონქოლიტინი – BRONCHOLYTIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქოლიტინი – BRONCHOLYTIN-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გლაუცინი, ეფედრინი, რეჰანის ზეთი /comb. drug

ბრონქოლიტინი – BRONCHOLYTIN-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის დამთრგუნველი და ნახველის გამათხიერებელი საშუალება.


ბრონქოლიტინი – BRONCHOLYTIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ
5 მლ
გლაუცინის ჰიდრობრომიდი……….       5.75 მგ
ეფედრინის ჰიდროქლორიდი……….     4.6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რეჰანის ზეთი, ლიმონის მჟავა უწყლო, მეტალ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპელ პრაჰიდროქსიბენზოატი, საქარზა, პოლისორბატი, ეთანოლი, სუფთა წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბრონქოლიტინის სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს. იგი თრგუნავს ხველას, აფართოებს ბრონქებს და ათხიერებს ნახველს სასუნთქ გზებში. გააჩნია აგრეთვე გამოხატული ბრონქოანტისეპტიკური მოქმედება. პრეპარატში შემავალი გლაუცინის ჰიდრობრომიდი კოდეინის მსგავსად თურგანვს ხველის ცენტრს, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით არ გააჩნია გვერდითი მოვლენები (სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, დამოკიდებულების გაჩენა, შეკრულობა); ახასიათებს ასევე ტკივილგამაყუჩებელი ბრონქოსპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება.
ეფედრინი ამცირებს ბრონქებისლორწოვანი გარსის შეშუპებას, ზრდის სუნთქვის ცენტრის აგზნებადობას.
დამხმარე ნივთიერება: რეჰანის ზეთი თრგუნავს ხველის რეფლექსს, გააჩნია მცირედ გამოხატული ბრონქოსპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:
პრეპარატი ინიშნება ხველის დასათრგუნად და ნახველის გასათხიერებლად;
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
სიროფი მიიღება პერორალურად კვების შემდეგ.
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით: 10-10 მლ 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-10 წლამდე: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ობსტიპაცია;
ნერვული სისტემის მხრივ: გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუ, კანკალი, დაძაბულობა, უძილობა;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის მუშაობის გახშირება, არტერიული წნევის მომატება;
ალერგიული რეაქციები: ალერგიული გამონაყარი, ქავილი;
სხვადასხვა: მხედველობის დარღვევა, გაძნელებული შარდვა ან შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
გულის იშემიური დაავადება;
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის მძიმე ორგანული დაავადებები დეკომპენსაციის გამოვლინებებით;
თირეოტოქსიკოზი;
ფეოქრომოციტომა;
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით;
უძილობა;
3 წლამდე ასაკის ბავშვები;
ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მიითებები:
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სუსტი მასტიმულირებელი მოქმედების და ძილის შესაძლო დარღვევის გამო არ არის რეკომენდებული ბრონქოლიტინის მიღება 18 საათის შემდეგ.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება წამლის დამოკიდებულების განვითარებისადმი. სპორტსმენებში შესაძლებელია დადებითი აღმოჩნდეს დოპინგ სინჯი ეფედრინის შემცველობის გამო.
პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
ბრონქოლიტინი შეიცავს 1.7%-მდე ეთანოლს. ყოველი დოზა (1 საზომი ჭიქა) შეიცავს 0,069 გ-მდე ალკოჰოლს. აუცილებელია სიფრთხილით გამოყენება ავადმყოფებში, რომელთაც აწუხებთ ღვიძლის დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 43.75 გ საქაროზას, ხოლო ყოველი დოზა შეიცავს 3.5 გ საქაროზას, რაც არ არის სასურველი გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის დროს.
მეტალ- და პროპელ პარაჰიდროქსიბენზოატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ნერვული აგზნებადობა, კიდურების კანკალი, ოფლიანობის გაძლიერება, გაძნელებული შარდვა, გულისრევა, უძილობა. იშვიათ შემთხვევებში ნახევრად ძილის ან ძილიანობის მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი, სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აძლიერებენ გულის მუშაობას (საგულე გლიკოზიდები), ქინიდინი, ზოგადი მაანესთეზირებელი საშუალებები (გალოტანი), დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაო-ს ინჰიბიტორები), ნერვული სისტემის სტიმულატორები, მატონიზირებელი სასმელების ჩათვლით (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა), ზრდის გულის რითმის დარღვევის ან არტერიული წნევის მომატების საშიშროებას.
მსგავსი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ერგოალკალოიდების შემცველ შაკიკის სამკურნალო საშუალებებთან, ან ოქსიტოცინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ბეტამაბლოკირებელ საშუალებებთან ერთობლივი გამოყენების დროს (პროპრანოლოლი, ატენოლოლი, მეტოპროლოლი) მცირდება სიროფის ბრონქოლიზური ეფექტი.
ბრონქოლიტინისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ბოთლის გახსნის შემდეგ სიროფის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება