ბრონქოსანი – BRONCHOSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქოსანი – BRONCHOSAN-ის  საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/ comb. drug

ბრონქოსანი – BRONCHOSAN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალება.


ბრონქოსანი – BRONCHOSAN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი: ფლაკონში 25 მლ, საწვეთურით.
1 გ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ………. 8 მგ
ბაღის პიტნის ზეთი …………………… 250მკგ
ევკალიპტის ზეთი …………………….. 250მკგ
ცერეცოს ზეთი ………………………… 750 მკგ
ანისულის ზეთი  ………………………. 250მკგ
თავშავას ზეთი ………………………….. 250მკგ
ლევმენთოლი ………………………….. 15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც ავლენს მუკოლიზურ ამოსახველებელ, სპაზმოლიზურ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.
მიღების ჩვენებაა ხველება და მომატებული წებოვნების მქონე ძნელად მოსაცილებელი ნახველი.

ჩვენებები:
მიმდინარე სასუნთქი გზების დაავადებები:
ტრაქეობრონქიტი;
ობსტრუქციული ბრონქიტი;
ფილტვების ემფიზემა;
ბრონქოექტაზიური დაავადება;
ბრონქული ასთმა;
პნევნოკონიოზი;
მუკოვისციდოზი.

მიღების წესები და დოზირება:
შიგნით მისაღებად:
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 20 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
ბავშვები 6-12 წლამდე: 15 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
ბავშვები 3-6 წლამდე: 10 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ.
პრეპარატი მიიღება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობა სითხეში გახსნილი ან შაქრის ნატეხზე დაწვეთებული, საკმაო რაოდენობა სითხის დაყოლებით. ბრონქოსანის მუკოლიზური ეფექტი ძლიერდება დიდი რაოდენობის სითხის გამოყენების დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე.
თირკმლის ფუნქციების მწვავე დარღვევებისას აუცილებელია დოზების შემცირება, ან ცალკეულ დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 25 წვეთს.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას, პირღებინებას, დისპეპსიურ დარღვევებს, ზოგიერთ შემთხვევებში, სისხლის შრატში “თირკმლის” ტრანსამინაზების აქტიურობის შექცევად გაზრდას, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებას, ალერგიულ რეაქციებს (ლიტერატურაში ძალიან იშვიათად გვხვდება ანაფილაქსიური ტიპის ძლიერი რეაქციები და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიც).

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტებზე აწეული მგრძნობელობა;
ორსულობა;
ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ფრთხილად გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.
ბრონქოსანის შემადგენლობაში შედის 36% ეთანოლი.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გაძლიერდეს ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები. აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება, რაც წარმოადგენს სიმპტომურ მკურნალობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბრონოქსანის შემადგენლობაში შემავალი ბრომჰექსინი აუმჯობესებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (ოქსიტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი) ფილტვის ქსოვილში შეღწევადობას.
არ არის რეკომენდირებული ბრონქოსანის დანიშვნა კოდეინის შემცველ და ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარიტებთან ერთად, რადგანაც ეს აძნელებს გათხიერებული ნახველის ამოხველებას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: ZENTIVA, სლოვაკეთი

გაფრთხილება