ბრონქოცინი – BRONCHOCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქოცინი – BRONCHOCIN-ის საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

ბრონქოცინი – BRONCHOCIN-ის  მოქმედი ნივთიერება: გლაუცინი +ეფედრინი +რეჰანის ზეთი

ბრონქოცინი – BRONCHOCIN-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმური ბრონქიტის სამკურნალო საშუალება.


ბრონქოცინი – BRONCHOCIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შეადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 გ
5 მლ
გლაუცინის ჰიდრობრომიდი………….       5.75 მგ
ეფედრინის ჰიდროქლორიდი…………     4.6 მგ
რეჰანის ზეთი………………………..          5.75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენ კომბინირებულ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ხველის საწინააღმდეგო და ბრონქების გამაფართოვებელი მოქმედება. პრეპარატში შემავალი გლაუცინის ჰიდროქლორიდი თრგუნავს ხველის ცენტრს კოდეინის მსგავსად, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით არ ახასიათებს გვერდითი მოქმედება.
ეფედრინი აღაგზნებს სუნთქვის ცენტრს, აფართოვებს ბრონქებს, ხელს უშლის ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
რეჰანის ზეთი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და თრგუნავს ხველის რეფლექსს, ბრონქების ლორწოვან გარსზე ახდენს ანესთეზიურ და მცირედ გამოხატულ ანტისეპტიკურ მოქმედებას.
პრეპარატს კარგად იტანენ ბავშვები და მოზრდილები. მისი მოქმედება იწყება სწრაფად და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები (სუნთქვის დათრგუნვა, ყაბზობა, შეჩვევა).

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი;
სპაზმური და ასთმური ბრონქიტი;
ბრონქული ასთმის და ყივანახველას სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად.
მოზრდილები პრეპარატს იღებენ 3-4-ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით.
3 წლამდე
ასაკის
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 0.5 ჩაის კოვზის ოდენობით 3-ჯერ დღეში.
10 წლამდე
ასაკის
ბავშვებში – 1 ჩაის კოვზის ოდენობით 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული კორონაროსკლეროზის, სტენოკარდიის დროს. პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია აგრეთვე ჰიპერთირეოიდული მდგომარეობის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 8-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYAN, ბულგარეთი

გაფრთხილება