Bacillus cereus

Bacillus cereus (ლათ). გრამდადებითი, სპორაწარმომქნელი ნიადაგის ბაქტერიები.  ქემოორგანოჰეტეროტროფი, ფაკულტატური ანაერობი, შეუძლია ნიტრატის რედუქცია. იზრდება მარტივ საკვებ არეზე, მყარ საკვებ არეზე წარმოქმნის ბრტყელ, ამობურცულ, ოდნავ ჩაზნექილ კოლონიებს. კიდეები ტალღისებრი. ენდოსპორა განლაგებულია ცენტრალურად და არ აჭარბებს უჯრედის ზომას. ინკუბაციური პერიოდი 1-12 საათია. ადამიანებში იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს (ღებინება, დიარეა). დაავადება ასოცირებულია ჰამბურგერებით, ნედლი ან შემწვარი ბრინჯის კვებასთან. წარმოქმნის ენდოტოქსინს. დიარეული სინდრომი (აღმძვრელი Clostridium perfringens-ით) გამოწვეულია მაღალმოლეკულური პეპტიდური ტოქსინით, ხოლო ღებინება – დაბალმოლეკულური თერმოსტაბილური ტოქსინით. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში აღწერილია Bacillus cereus-ით მენინგოენცეფალიტის შემთხვევები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.