Bradyrhizobium

Bradyrhizobium  (ლათ.) – ნიადაგის გრამუარყოფითი გვარის ბაქტერია, სახეობათა ნაწილს შეუძლია აზოტის ფიქსაცია. ბაქტერიები სიმბიოზურ ურთიერთობაშია პარკოსან მცენარეებთან. Rhizobium-ის გვარისგან განსხვავებით, ისინი ნელა იზრდება. Bradyrhizobium-ს თხევად საკვებ არეში  ზრდისთვის  3-5 დღე სჭირდება. კარგად იზრდებიან პენტოზის თანაობისას, რომელსაც ნახშირბადის წყაროდ იყენებენ. ზოგიერთ შტამებს (მაგალითად,USDA 6
და CPP)  შეუძლია ნახშირბადის მონოოქსიდის აერობული დაჟანგვა. ნიადაგში, სადაც ჟანგბადის რაოდენობა შეზღუდულია, ზოგიერთი სახეობა მაგალითად, B. Japonicum-ი გადადის ნიტრატულ სუნთქვაზე, ელექტრონების ტერმინალური აქცეპტორი არის NO3− , რომელიც NO2-მდე აღდგება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.