სანუგალი ტაბლეტები (ნატუროპათი) / Sanugall (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 25 მგ Berberis 2X Trit., 25 მგ Calcium carbonicum Hahnemanni 8X Trit, 100 მგ Cardus marianus 1X Trit, 55 მგ Chelidonium 4X Trit, 15 მგ Cholesterinum 4X Trit, 30 მგ Natrium sulfuricum 3X Trit.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი

ჩვენება
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალო კომპლემენტარული საშუალება:
– ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ანთება
– ანთებითი პროცესები ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილი
კენჭებით ან ტენდენციით მათი წარმოქმნისაკენ
– ნაღვლდენის სტიმულირება და ღვიძლში ნაღველის ფორმირება
– ვენების ვარიკოზული გაფართოება
– კანის ქრონიკული დაავადებები
– ანემია
– კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ყაბზობა, დიარეა
– რევმატიული დაავადებები
– ალერგია, გლუტენის და რძის ცილის აუტანლობა
– ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დეტოქსიკაცია
– სისხლში ქოლესტერინის რეგულაცია
– ჰეპატოპათია
– დისპეფსია

თვისებები
Sanugall-ში შემავალი კომპონენტები ასრულებენ სხვადასხვა როლს ჰეპატობილიარული სისტემის   გამოჯანმრთელებაში:
– Berberis vulgaris – დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმის და შარდმჟავას გამოყოფის დარღვევების, ნაღვლის   ბუშტის, ღვიძლის და თირკმლების ანთების დროს
– Calcium carbonica Hahnemanni – კოლიკების და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.
– Cardus marianus – აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და იცავს მას ტოქსინებისგან უჯრედული  გარსის სტაბილიზაციის მეშვეობით. გააჩნია ანტიოქსიდაციური და შეშუპების საწინააღმდეგო თვისება რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისას.
– Chelidonium majus-ში შემავალ ზოგიერთ ალკალოიდებს გააჩნიათ ნერვულ რეცეპტორებთან ან სხვა ცილებთნ   ურთიერთმოქმედების უნარი, რითაც აიხსნება მათი ანტისპაზმური, ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო   მოქმედება. ისინი არეგულირებენ არა მხოლოდ ნაღვლის გამოყოფას არამედ ღვიძლში ნაღვლის წარმოქმნის პროცესსაც.
– Cholesterinum– სისხლში არეგულირებს მაღალი (HDL) და დაბალი (LDL) სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შეფარდებას და ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინი უჯრედული გარსის მნიშვნელვანი კომპონენტია, ის ასტაბილიზირებს მას და ხელს უწყობს
უჯრედებში ინფორმაციის მიღებას. აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის
მიერ სხვადსხვა სტეროიდული ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლის, ალდოსტერონის, ესტროგენის, პროგესტერონის, ტესტოსტერონის და D-ვიტამინის გამომუშავებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული და იმუნური სისტემის ცხოველმყოფელობაშიც.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება – მწვავე შემთხვევაში: 1 ტაბლეტი ყოველ 30 წუთში არაუმეტეს 12- ჯერ დღეში.
ქრონიკულ შემთხვევაში: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ბავშვებში ინიშნება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის.

უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი ქრისტესსისხლას გამო ის არ გამოიყენება ქალებში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის

სიფრთხილის ზომები
ფიტოდოზებში ძალიან იშვიათად ქრისტესსისხლას მაღალ დოზას შეუძლია ტრანსამინაზას და ბილირუბინის მომატება. ამის გამო, შესაძლოა სიყვითლის (წამალ-ტოქსიური ჰეპატიტი) ინდუცირებაც კი, რაც მედიკამენტის მოხსნის შემდეგ განიცდის რეგრესს. Sanugall-ში უმცირეს, ჰომეოპათიურ დოზებში ქრისტესსისხლას
გვერდითი ეფექტები არ გააჩნია.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #80

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება