სანუვის D1 მალამო (ნატუროპათი) / Sanuvis D1 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს: 0.1 გ Acidum L(+)-lacticum D1, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა); დამხმარე ნივთიერებები: 0.38 გ ლანოლინის სპირტის მალამო, 0.10 გ ფრაქცირებული ქოქოსის ზეთი, 0.03 გ 40-50%-ნი გლიცეროლ მონოსტეარატი, 0.23 გ პროპილენგლიკოლი, 0.02 გ მაგნიუმის სულფატი ხ 7H2O, 0.14 გ საინექციო წყალი

გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
pH დონის რეგულაცია, განსაკუთრებით, კანის ქრონიკული დაავადებების დროს, ისეთი, როგორიცაა ფსორიაზი, იქთიოზი, კანის ნახეთქები და სხვ.

თვისებები
კანის მჟავური საფარველი მრავალრიცხოვანი გარეშე ზემოქმედებისაგან ეფექტური დაცვაა. კანი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც დაზიანებულია ცხიმიანობის დამაქვეითებელი საპნების და სააბაზანო გელების ხშირი გამოყენებით, დაავადებულ ადამიანებში ხშირად ტუტე რეაქციის მქონეა. შედეგს წარმოადგენს
მჟავური საფარველის დარღვევა, რაც კანს პათოგენური მიკრობების და გარემოს ტოქსინების მიმართ გრძნობიარეს ხდის. კანს მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავას (Acidum L(+)-lacticum) ფიზიოლოგიური დაგროვების შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. მალამო Sanuvis D1,, რომლის მოქმედი ნივთიერებაა Acidum L(+)- lacticum, აღადგენს კანის მჟავურ საფარველს, რაც კანის სხვადასხვა დაავადების ეფექტური თერაპიის პირობაა. გარდა ამისა, მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავა უჯრედული სუნთქვის გამააქტივებელი ბუნებრივი ფაქტორია, მიტოქონდრიებში კი აძლიერებს უჯრედულ სუნთქვას, რაც განკურნების პროცესის დაწყებას უწყობს ხელს. კოსმეტოლოგიაში მალამო Sanuvis D1 გამოიყენება კანის სიმშრალის და მასთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემის: ნაადრევი დაბერების და ნაოჭების წარმოქმნის დროს.

მიღების წესი და დოზირება: დღეში 1-3-ჯერ წაისვით თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბანზე

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები ცნობილი არ არის

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. ცეტილსტეარილის სპირტმა (ლანოლონის მალამოს შემადგენელი
კომპონენტი) შესაძლოა კანის ადგილობრივი შემოსაზღვრული გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი) გამოიწვიოს. ასევე, პროპილენგლიკოლმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გამოშვების ფორმა: 30 გ მალამო

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება