სანუკელ აკნე D6 წვეთები (ნატუროპათი) /Sanukehl Acne D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Propionibacterium acnes D6-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– შერწყმული (კონგლობატური) აკნე
– რევმატოიდული ართრიტი
– ვენოზური და ცერებრალური დარღვევები

თვისებები
Sanukehl Acne შეიცავს Propionibacterium Acnes პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl
Acne-ს მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად:
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24
საათში, საკვების მიღებამდე;
ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 10 წვეთი დღეგამოშვებით.
შესაზელად: დღეგამოშვებით ან ყოველდღე შეიზილეთ 5-10 წვეთი იდაყვის ფოსოში. მკურნალობის 8 კვირის შემდეგ საჭიროა რამდენიმე თვით შესვენება.

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Acne D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდეს.

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Acne-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ დაცული უნდა იყოს 4-კვირიანი ინტერვალი.

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება