Chlamydiales

Chlamydiales
 (ლათ.) – ბაქტერიის რიგი. კლასი Chlamydiia. რიგის ყველა წარმომადგენელი ეუკარიოტული უჯრედის შიდაუჯრედული პარაზიტია. აღწერილი სახეობების უმრავლესობა, აინფიცირებს ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს. ზოგიერთები აღმოჩენილი იყო სხვა მასპინძელ ორგანიზმებში, მაგალითად, ამებაში. ქლამიდიების სასიცოცხლო ციკლი, მოიცავს ორ მკვეთრად განსხვავებულ ფორმას. ინფიცირება იწყება, მეტაბოლურად არააქტიური, ელემენტარული სხეულაკების  (EB) დახმარებით. ისინი წარმოიქმნებიან უჯრედის ვაკუოლში, სადაც უმრავლესობა გარდაიქმნება ბადისებრი სხეულაკად (RB), რომლებსაც აქვთ გამრავლების უნარი. რეპლიკაციის რამდენიმე დღის მანძილზე, RB ისევ გარდაიქმნება EB ფორმად, რომლებიც გამოდის გარემოში, უჯრედების ლიზისის ან ვაკუოლების უჯრედის მემბრანასთან შერწყმის შედეგად. არსებობს ქლამიდიის სამი ძირითადი სახესხვაობა: Chlamydia trachomatis – იწვევს თვალების ტრაქომას (გადაცემა სქესობრივი გზით), Chlamydophila pneumonia – იწვევს პნევმონიის ერთ-ერთ ფორმას და Chlamydophila psittaci – ფრინველების დაავადების (ორნითოზის) გამომწვევია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.