სანუკელ კანდ D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Cand D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida albicans D6-ის 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა სტომატიტი, გინგივიტი, ანგულარული სტომატიტი
– წვრილი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები, მსხვილი ნაწლავის ანთებები, ანტიბიოტიკოთერაპიის
შემდგომი ყაბზობა
– ალერგიული ასთმა
– ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ვულვის კრაუროზი
– სწორხაზოვანი ეგზემა – კანისა და ლორწოვანი გარსის ნაოჭების ნახეთქი, მტევნისა და ტერფის თითებშუა ეგზემა.
– ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი დერმატოზი

თვისებები
Sanukehl Cand-ი მზადდება Candida Albicans-ის A და B სეროტიპისაგან, რომლებსაც ასევე მიეკუთვნება ადამიანებიდან გამოყოფილი კანდიდოზის გამომწვევების დიდი ნაწილი. Sanukehl Cand-ი სპეციალური ექსტრაქტების სახით შეიცავს Candida Albicans- ის შემადგენელი პოლისაქარიდების (ჰაპტენების) ნაწილებს, რომლებიც ხშირად ინიშნება, როგორც შუალედური საშუალებები, შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს. მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Cand-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით. შესაზელად: შეიზილეთ 5-10 წვეთი ყოველდღე ან დღეგამოშვებით იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში რამდენიმე
თვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Cand-ი სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების მიზეზი გახდეს

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Cand-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის; ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება