სანუკელ კლებს D6 ამპულები (ნატუროპათი) / Sanukehl Klebs D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Klebsiella pneumoniae D6-ის 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი

ჩვენება
პრეპარატი ნაჩვენებია: შემანარჩუნებელი თერაპიისათვის ფრიდლენდერის პნევმონიის დროს და/ან მის შემდეგ; სილიკოზის, პნევმოკონიოზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქული ასთმის დროს; დამატებითი მკურნალობის სახით გრიპის მწვავე პერიოდში, პლევრიტის, პნევმონიის და ანტიბიოტიკოთერაპიის
გართულებების დროს.

თვისებები
Sanukehl Klebs-ი შეიცავს Klebsiella pneumoniae-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
მიღების წესი და დოზირება 1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Klebs D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Klebs D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება