Chloroflexia

Chloroflexia  – ანოქსიგენური ფოტოსინთეზის უნარის მქონე, გრამუარყოფითი ბაქტერიების კლასი. დამახასიათებელია უჯრედში განსაკუთრებული სტრუქტურების – ქლოროსომების არსებობა, რომელიც პასუხისმგებელია ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვაზე. ტაქსონის ყველა წარმომადგენელს გააჩნია ძაფისებრი სტრუქტურა, მიქსოტროფებია და ფაკულტატური ანაერობები, ნახშირბადს აფიქსირებს  განსაკუთრებული,  3-ჰიდროქსიპროპიონატული ციკლის შედეგად. მოძრაობენ. ამ ჯგუფის ყველა ორგანიზმი არ იღებება გრამის მეთოდით. თუმცა, ზოგიერთი Oscillochloridaceae იღებება გრამდადებითად ან გრამ-ვარიაბელურად, რაც დამოკიდებულია პირობებზე. ბოლო დროს ჩატარებული მოლეკულურ-ბიოლოგიური კვლევების თანახმად, Chloroflexi-ს ყველა წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდა მონოდერმული მიკროორგანიზმები, რადგან მათში არ არის გენები, რომლებიც პასუხისმგებელია, გარეთა მემბრანისათვის დამახასიათებელი, ტიპური ლიპიდების წარმოსაქმნელად, ასევე არ გააჩნიათ ბიოგენეზის ცილები. აღნიშნულ დასკვნებს ამყარებს ელექტრონული მიკროსკოპია. სავარაუდოდ, უჩვეულო შეღებვა შეიძლება კავშირში იყოს, პეპტიდოგლიკანის ატიპურ სტრუქტურასთან, რომელიც ფარავს მის S-შრეს. თუმცა ამ ჯგუფის წარმომადგენლების უჯრედის კედელი შეუსწავლელია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.