Corynebacterium diphtheriae

Corynebacterium diphtheriae   (ლათ.) – გრამდადებითი ჩხირისებრი ბაქტერიების სახეობა. გვარი Corynebacterium. არის დიფტერიის გამომწვევი მიკროორგანიზმი. ბაქტერიის უჯრედის ფორმა არის, სწორი ოდნავ ჩაზნექილი პოლიმორფული ჩხირი. უჯრედის ბოლოებზე ლოკალიზებულია მეტაქრომატული ვოლუტინის (ბაბეშ-ერნსტის) მარცვლები. მიკროპრეპარატებში ბაქტერიები განლაგდება V ან Y სახით.  შტამების გარკვეულ ნაწილს გააჩნია მიკროკაფსულები. ქემოორგანოჰეტეროტროფებია. ფაკულტატური აერობები. იზრდებიან შრატისშემცველ რთულ საკვებ არეზე. განასხვავებენ სამ ბიოვარს: C. diphtheriae: gravis, mitis и intermedius:
ბიოვარი gravis: წარმოადგენს C. diphtheriae R-ფორმას, საკვებ არეზე, წარმოქმნიან მსხვილ ხაოიან კოლონიებს;
ბიოვარი mitis:  წარმოადგენს C. diphtheriae S-ფორმას. C. diphtheriae, წარმოქმნის გლუვ კოლონიებს მბრწყინავი ზედაპირით;
ბიოვარი intermedius: ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებს შორის წარმოადგენს გარდამავალ ფორმას. მკვრივ საკვებ არეზე წარმოქმნიან წვრილ კოლონიებს.
C. diphtheriae-ს როგორც ტოქსიკური, ისე არატოქსიკური ფორმები, წარმოადგენს დიფტერიის აღმძვრელს. ტოქსიგენური შტამები (მაგალითად, gravis) იწვევს დიფტერიის მძიმე ფორმას. ტოქსიგენურობა განპირობებულია tox გენით, რომლის წყარო არის ინტეგრირებულ მდგომარეობაში მყოფი ლიზოგენური ბაქტერია. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება ცნობები ბაქტერიოფაგის გავლენის შესახებ C. Diphteriae-ზე,  C. ulcerans-სა და C. ovis-ზე. C. Diphtheriae-ია გარდა დიფტერიისა, იწვევს ენდოკარდიტებს და აზიანებს კანის საფარველს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.