სელენტინი – SELENTIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: სელენი/SELENIUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; სელენის ბუნებრივი წყარო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
სელენი……….     0.35 გ

ჩვენებები:
ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
ქიმიო და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების დაქვეითება;
შარდ–სასქესო ფუნქციების დარღვევა მამაკაცებში;
ეკოლოგიურად არახელსაყრელ რაიონებში ცხოვრება;
გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
სახსრების დაავადებები;
მწეველებში ნიკოტინის ტოქსიური მოქმედების დასათრგუნად;
ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაღლილობისას – იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.
ბად–ი სელენტინი რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც მთრიმლავი ნივთიერებისა და ორგანული სელენის დამატებითი წყარო.  აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.

დოზირება:
მოზრდილები 1 ტაბლეტი/კაფსულა 2–ჯერ დღეში, დღის პირველ ნახევარში საკვებთან ერთად (რაც შეადგენს 12, 8 მგ კოფეინს). მკურნალობის ხანგრძლიობა 4 კვირა. წელიწადში შეიძლება 3–4–ჯერ მიღება.

უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა ბად–ის კომპონენტების.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

გაფრთხილება