Desulfovibrio

Desulfovibrio (ლათ.) – გრამუარყოფითი, ობლიგატური ანაერობი, სულფატმარედუცირებელი ბაქტერია. გვარი შეიცავს დაახლოებით 65 მეტ-ნაკლებად შესწავლილ სახეობას. ბინადრობენ ანაერობულ ნალექებში მტკნარ და მარილიან წყლებში. ზოგიერთი ცხოველის ნაწლავში. მოღუნული ან იშვიათად სწორი, უსპორო ჩხირები, ზოგჯერ სიგმოიდური ან სპირალური ფორმის. მოძრაობენ პოლარულად განლაგებული შოლტების საშუალებით. ქემოორგანოჰეტეროტროფებია, ობლიგატური ანაერობები, იყენებენ სულფატებს და სხვა ჟანგბადშემცველ გოგირდის ნაერთებს, როგორც ელექტრონების აქცეპტორებს. სახეობების უმრავლესობა ჟანგავს, ორგანულ ნაერთებს აცეტატამდე. ნახშირბადს ენერგიის წყაროდ, იყენებს მხოლოდ რამდენიმე სახეობა. გვარის ყველა წარმომადგენელი შეიცავს დესულფოვირიდინს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.