Enterococcus faecium

Enterococcus faecium (ლათ.) – ენტეროკოკების გვარის ბაქტერიული სახეობა, შედის ადამიანის და ზოგიერთი ძუძუმწოვრის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ადრეული კლასიფიკაციის მიხედვით, ენტეროკოკებს აკუთვნებდნენ სტრეპტოკოკების D ჯგუფს. Enterococcus faecium-ის ეწოდებოდა Streptococcus faecium. ენტეროკოკები რძემჟავა, გრამდადებითი ბაქტერიებია. არ წარმოქმნიან სპორას და კაფსულას. ფაკულტატური ანაერობებია. ფერმენტირებენ რძემჟავას წარმოქმნით, სხვადასხვა ნახშირწყლებს. არეს მჟავიანობა დაჰყავთ pH 4.2-4.6-მდე. Enterococcus faecium ადამიანის ნაწლავების კოლონიზაციას,  სიცოცხლის პირველ დღეებში ახდენს. კოლონიზაცია უფრო აქტიურად მიდის ძუძუთ მკვებავ ახალშობილებში.  Enterococcus faecium-ი ისევე, როგორც სხვა ენტეროკოკები, გამოიყენება კვების წარმოებაში, სადაც იყენებენ მის უნარს  – ლაქტოზის ჰიდროლიზს. ისინი თვით დაბინძურებულ საკვებშიც კი, თრგუნავენ პათოგენურ ბაქტერიებს.  Enterococcus faecium-ის სხვადასხვა შტამებს იყენებენ სხვადასხვა სახის პროდუქტების წარმოებაში:
შტამი FAIR-E 198 გამოიყენება ყველის – ფეტას წარმოებაში;
შტამი RZS C5 და DPC 1146 – ყველი ჩედერის წარმოებაში;
შტამი CCM 4231 და RZS C13 – ესპანური ძეხვის წარმოებაში;
შტამი CTC49 2 – ძეხვეულის წარმოებაში.
Enterococcus faecium-ი ასევე გამოიყენება, როგორც ანტიდიარეული საშუალება პრობიოტიკის სახით, რომელიც წარმოქმნის რძემჟავას (АТХ A07FA51).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.