ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 0,07 გ სინამაქის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (A და B სინოზიდების კალციუმის მარილებზე გადანგარიშებით).
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ნიპაგინი, ვანილინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
აღწერილობა:
ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით, დამახასიათებელი ვანილის სუნით.
ჩვენება:
სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა; რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება საღამოს 1 ტაბლეტის ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში დოზა დასაშვებია გაიზარდოს ერთჯერადად 2-3 ტაბლეტამდე.
გვერდითი მოვლენები:
ჭვალისმაგვარი მუცლის ტკივილები, ენტეროკოლიტი, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება; პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა მეტაბოლური დარღვევებით.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, მწვავე ანთებითი დაავადებები მუცლის არეში, პერიტონიტი, ცისტიტი, სპასტიკური ყაბზობა; სიფრთხილით ფეხმძიმობის, ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი.
შენახვის ვადა:
3 წელი, შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა, შპს „ბათფარმა „.