Escherіchіa colі O157:H7 (STEC O157)

Escherіchіa colі O157:H7 (STEC O157) (ლათ.) – ბაქტერია Escherichia coli-ს ენტეროჰემორაგიული შტამი, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს კვებით მოწამვლებს. ყოველწლიურად აშშ-ში ამ შტამით, ავადდება დაახლოებით 73 ათასი ადამიანი და 61 იღუპება. ინფექცია ხშირად იწვევს სისხლიან დიარეას და ზოგჯერ თირკმლების უკმარისობას. დაავადების მიზეზი, ხშირად არის ბოლომდე თერმულად  დაუმუშავებული საკვები. დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანში კონტაქტის გზით, განსაკუთრებით დაბინძურებული ჭურჭლის საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი არის 1-8 დღე. დაავადების ხანგრძლივობა 5-10 დღეა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.