Francisella tularensis

Francisella tularensis (ლათ.) – მცირე ზომის, გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა, ხასიათდება პოლიმორფიზმით. წარმოადგენს ტულარემიის აღმძვრელს. Francisella tularensis-ს კოკოიდური ფორმის ბაქტერიაა, წარმოქმნის კაფსულებს. პათოგენურია მღრნელების და ადამიანის მიმართ. დაავადების გადაცემის გზა ტრანსმისიურია (მოსკიტები, რწყილები, ტკიპები), ასევე კონტაქტური, ასპირაციული და ორალური. ადამიანებში ბუნებრივი იმუნიტეტი მაღალია. წარმოადგენს ფაკულტატურ შიდაუჯრედულ პარაზიტს, გააჩნია უნარი მიგრაციის საშუალებით გაექცეს, ფაგოლიზოსომიდან ციტოპლაზმაში მაკროფაგის ლიზისს, მაკროფაგებით Francisella tularensis-ს მოტაცება და ფაგოლიზოსომიდან გაქცევა აუცილებელია მისი განვითარებისათვის. F. Tularensis-ი არ პროდუცირებს ეგზოტოქსინს, გარსის ანტიგენი Vi და კაფსულა წარმოადგენს პათოგენურობის ფაქტორს, პროდუცირებენ ჰემოლიზინებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.