Gardnerella vaginalis

Gardnerella vaginalis (ლათ.) – Gardnerella-ს მონოტიპური გვარის ბაქტერიის სახეობა. ფაკულტატური ანაერობი. მცირე რაოდენობით, წარმოდგენილია ქალის ორგანიზმის მიკროფლორაში. გარდნერელოზის დროს გარდნერელები, აქტიურად მრავლდება საშოსა და ურეთრაში და სწრაფად ანადგურებენ ნორმალურ მიკროფლორას. მამაკაცის ორგანიზმში, გარდნერელა ჩვეულებრივ არ გვხვდება თუმცა, შემთხვევათა 10%-ში მამაკაცი უსიმპტომო მტარებელია. რიგ შემთხვევებში, მამაკაცებში ის იწვევს   გართულებებს. Gardnerella მდგრადია ტეტრაციკლინის, სულფანილამიდების, ამინოგლიკოზიდების და ცეფალოსპორინების მიმართ თუმცა, მგრძნობიარეა მეტრონიდაზოლისადმი, ნაკლებად ამპიცილინის და კლინდამიცინის მიმართ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.