სეპტოლეტე / Septolete

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): benzalkonium chloride, mentha

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა
1 პასტილი შეიცავს:
ბენზალკონიუმის ქლორიდი 1.0 მგ
მენთოლი 1.2 მგ
მწარე პიტნის ეთერზეთი 1.0 მგ
ევკალიპტის ეთერზეთი 0.6 მგ
თიმოლი 0.6 მგ
ასევე შეიცავს: საღებავებს E104  და E132, შაქარს და ლაქტოზას.

თვისებები და მოქმედება
სეპტოლეტეს პასტილები წარმოადგენს მეოთხეული შენაერთების ჯგუფის ანტისეპტიკის  ამონიუმის-ბენზალკონიუმის ქლორიდისა და ბუნებრივი აქტიური ნივთიერების – მენთოლის, მწარე პიტნის ეთერზეთის, ევკალიპტის ეთერზეთის, ტიმოლის კომბინაციას, რომლებიც ზრდიან ანტისეპტიკის აქტივობას და აუმჯობესებენ მის გემოს.
ანტისეპტიკი – ბენზალკონიუმის ქლორიდი ეფექტურია უპირატესად გრამდადებითი ბაქტერიებთან მიმართებაში. ახდენს აგრეთვე ფუნგიციდურ მოქმედებას ჩანდიდა ალბიცანს- და ზოგიერთი ლიპოფილური ვირუსების მიმართ. მაღალი ზედაპირული აქტივობის წყალობით ბენზალკონიუმის ქლორიდი სწრაფად აღწევს ლორწოვანას მიუწვდომელ ადგილებშიც, მაგალითად გლანდების ხაოიან ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს და ყელის ინფექციების მკურნალობისას და მეორადი ინფექციის პროფილაქტიკისათვის. მენთოლი და მწარე პიტნის ეთერზეთი ხსნის ტკივილს და დისკომფორტის შეგრძნებას, როგორიცაა წვის და ტკივილის შეგრძნება ყლაპვისას. პასტილებს აქვთ გამაგრილებელი ფემო. თიმოლს გააჩნია ბენზალკონიუმის ქლორიდის მსგავსი მოქმედება. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას. ევკალიპტის ეთერზეთი ამცირებს ლორწოვანის სეკრეციას ზედა სასუნთ გზებში და აუმჯობესებს სუნთქვას.

ჩვენებები:
სეპტოლეტეს პასტილები რეკომენდებულია:
– პირის ღრუს და ყელის მსუბუქი ინფექციებისას (ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინა არასტრეპტოკოკური წარმოშობის)
– გრიპისა და გაციების პერიოდში დამცავ საშუალებად
– ღრძილების და პირის ლორწოვანი გარსის ანთებისას

გამაფრთხილებელი მითითებები და უსაფრთხოების ზომები
სეპტოლეტეს პასტილების მიღება არ შეიძლება, თუ პაციენტს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის ნებისმიერი კომპოტენტის მიმართ.
ბავშვები:  არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: შეიძლება სეპტოლეტეს პასტილების გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დიაბეტით დაავადებულები: ყოველი პასილი შეიცავს 0,64 გრ შაქარს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ხანგრძლივი დროის მანძილზე მაღალი დოზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს კუჭის აშლილობა, ღებინება და გულისრევა.

დოზირება
სეპტოლეტეს პასტილები ნელა უნდა გაწუწნოთ პირის ღრუში.
მიიღეთ 1 პასილი ყოველ 2-3 საათში.
– უფროსებში მიიღება არაუმეტეს 6-8 პასტილი დღეში,
– 4 წელზე ზემოთ ბავშვებში მიიღება არაუმეტეს 4 პასტილები დღეში
– 10 წელზე ზემოთ ბავშვებში მიიღება არაუმეტეს  10 პასტილი დღეში.

გვერდითი მოქმედება
პასტილების ინსტრუქციის მიხედვით მიღების შემთხვევაში არ აღინიშნება გვერდითი ეფექტები. მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას შესაძლოა აღინიშნის საჭმლის მონელების დარღვევა. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ პასტილები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: პასტილა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება