Haemophilus ducreyi

Haemophilus ducreyi (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. გვარი Haemophilus. H.  ducreyi  იწვევს ვენერიულ დაავადებას – რბილ შანკრს. ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში. დაავადება იწყება სასქესო ორგანოებზე მუწუკის მსგავსი გამონაყარით, რაც დროთა განმავლობაში წყლულდება. წყლულის ზედაპირი იფარება ჩირქოვანი, უსწორმასწორო კიდეების მქონე ნადებით. ბაქტერიის უჯრედის ფორმა ჩხირისებრია, ბოლოები მომრგვალებულია. არ მოძრაობს. წარმოქმნის კაფსულას. ქემოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი. არ იზრდება მარტივ საკვებ არეზე. მისი ზრდისათვის საჭიროა სისხლი (სისლიანი აგარი, შოკოლადის აგარი). საკულტივაციო არეებზე წარმოქმნის წვრილ, ბრტყელ, ნახევრადგამჭირვალე (ზოგჯერ გამჭვირვალე) მორუხო-მოყვითალო კოლონიებს. აერობულ პირობებში შეიმჩნევა,  H.  Ducreyi-ის კოლონიების დიდი პოლიმორფიზმი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.