Halomonas titanicae

Halomonas titanicae (ლათ.) – ბაქტერიების სახეობა, რომელიც ბინადრობს ჩაძირულ გემ „ტიტანიკზე“. ენერგიას იღებს ორვალენტიანი რკინის ნაერთების, სამვალენტიანად დაჟანგვის შედეგად. ჰეტეროტროფული აერობია. ბაქტერია აღმოჩენილი იყო ჟანგის ფართო სტალაქტიტებში, რომელიც ოკეანის სიღმიდან 1991 წელს ამოიტანა აპარატმა „მირ-2“. ნიმუშებს იკვლევდა ესპანელი და კანადელი სპეციალისტები. შედეგად მათ ბაქტერიების საერთო მასიდან, შეძლეს გამოეყოთ მანამდე უცნობი სახეობა  – Halomonas titanicae. მეცნიერების აზრით, ეს ბაქტერია არის  გემების ნელი დაშლის მიზეზი. მომავალში შესაძლებელია მისი გამოყენება, ჩაძირული ხომალდებისაგან ოკეანის გასაწმენდად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.