სერევენტი – SEREVENT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სალმეტეროლი/SALMETEROL

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატი – ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი ინჰალაციისათვის: ბალონში 60 დოზა.
1 დოზა
სალმეტეროლი………    25 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სერევენტი ახალი თაობის ხანგრძლივად მოქმედი ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიური აგონისტია. თერაპიულ დოზებში იგი არ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ავადმყოფებში სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქუციით, იგი იწვევს (1 საათის განმავლობაში) ბრონქების ხანგრძლივ გაფართოვებას პრეპარატის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებასა, ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამოხატულებას და ბრონქული ასთმის ღამის შეტევებს.
In vitro ცდებმა ცხადყო, რომ სერივენტი მძლავრად და ხანგრძლივად აინჰიბირებს ჰისტამინის, ლეიკოტრიენების და პროსტაგლანდინების გამოყოფას, ხოლო in vivo  თრგუნავს ბრონქების ადრეულ და მოგვიანებით რეაქტიულობას.
სერევენტის მოქმედების დასაწყისი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 5-10 წუთში, ბრონქოლიზური ეფექტის ხანგრძლივობით 12 საათი. პრეპარატი არ გამოიყენება ბრონქოსპაზმის კუპირებისათვის. იგი ინიშნება მხოლოდ ბრონქული ასთმის სიმპტომების ხანგრძლივი კონტროლის მიზნით.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: სერევენტის გამოყენებისას დოზით 50 მკგ 2-ჯერ დღეში პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 200 პგ/მლ, რის შემდეგაც იგი სწრაფად მცირდება.
გამოყოფა: პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის  ტრაქტით. იგი ძირითადად ექსკრეტირდება სალმეტეროლის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:
პრეპარატით ხანგრძლივი რეგულარული მკურნალობა სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქული ასთმის (მათ შორის პაციენტებში ასთმის ღამის შეტევებით და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შეტევებით) და ქრონიკული ბრონქიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
სერევენტი ნაჩვენებია მხოლოდ ინჰალაციის გზით მიღებისათვის.
მოზრდილებში: 2 ინჰალაცია (2X25 მკგ) 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2 ინჰალაცია 50 მკგ 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარება (ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა).
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად  – თავის ტკივილი, ტაქიკარდია.
სხვა: შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება, იშვიათად – ტრემორი (რომელიც მცირდება მკურნალობის დროს და შესაძლებელია გაქრეს ადექვატური დოზის შერჩევისას).

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში. პრეპარატის ხანგრძლივი მოქმედებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის შეტევების და ღამის შეტევების პროფილაქტკისათვის.
♦ სერევენტი სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზით შეპყრობილ პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ხანდაზმულებში დოზის შეცვლა არ არის აუცილებელი.
♦ სევერენტის რეგულარული გამოყენებისას ბევრ პაციენტში შეიძლება შემცირებულ იქნას სხვა ხანმოკლე მოქმედების სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება.
♦ სერევენტის მიღებისას არ არის რეკომენდებული ინჰალაციური გლუკოკორტიკოიდების და სხვა პროფილაქტიკური საშუალებების მოხსნა.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ტრემორი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კარდიოსელექტიური  ბეტა-ადრენობლოკატორების შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სერევენტის ქსატანის წარმოებულებთან, გლუკოკორტიკოიდებთან და დიურეზულ საშუალებებთან კომბინირებისას მატულობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის გამწვავების დროს და ჰიპოქსიის შემთხვევაში. ასეთ დროს აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის  შემცველობის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება