Heliobacteriaceae

Heliobacteriaceae
(ლათ.) – ბაქტერიების მცირე ოჯახი, რომელიც ენერგიას ფოტოსინთეზის საშუალებით იღებს. იყენებს ფოტოსისტემა I-ის რეაქციულ ცენტრს. მორფოლოგიურად წარმოადგენს ერთუჯრედიან პლეიომორფულ ჩხირისებრ ან სპირალურ მიკროორგანიზმს. გადაადგილება შეუძლიათ ცოცვით ან შოლტებით. ჰელიობაქტერი იყენებს მხოლოდ ამ ჯგუფისათვის უნიკალურ პიგმენტს ბაქტერიოქლოროფილ g-ს, რომელიც სხვა პიგმენტებისაგან განსხვავებით (670-788 ნმ), შთანთქავს სინათლის მოკლე ტალღებს. ამრიგად, ჰელიობაქტერი იკავებს ბუნებაში საკუთარ ეკოლოგიურ ნიშას. ფოტოსინთეზი მიმდინარეობს უჯრედულ მემბრანაში, სადაც მეწამული ბაქტერიებისაგან განსხვავებით, არ არის ლამელები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.