Hyphomicrobium

Hyphomicrobium
(ლათ.) – ბაქტერიის გვარი Hyphomicrobiaceae-ს ოჯახიდან. კლასი α-პროტეობაქტერია. გრამუარყოფითი ჩხირები, მსხვილი ბოლოებით. წარმოქმნის მონო – და ბიპოლარულ ძაფისებრ წანაზარდებს. სპორებს არ წარმოქმნის. ჰიფები სეპტირებული არ არის. თუმცა, ჰიფის შიგნით, კარგად ჩანს მემბრანული ტიხრები. უჯრედები იღებება ფუქსინით. შვილეული უჯრედები წარმოიქმნება დაკვირტვით. საკულტივაციო არეზე იძლევა წვრილ კოლონიებს. ქემოორგანოჰეტეროტროფია, აერობი, ოლიგოკარბოფილი, საჭიროებს CO2-ს. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა +20…+25 ºС-ია, pH: 7,0. კვების წყაროდ იყენებს მეთანოლს, მონო-, დი – და ტრიმეთილამინს, მონო – და დიქლორმეთანს ასევე S-მეთილ ნაერთებს: დიმეთილსულფიდს, დიმეთილსულფოქსიდს, დიმეთილსულფონს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.