Ideonella sakaiensis

Ideonella sakaiensis (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. აღნიშნული მიკროორგანიზმები ცნობილია, როგორც პოლიეთილენტერეფტალატის (პეფ) – პლასტმასის დამშლელი. პლასტმასი ფართოდ გამოიყენება, საქონლის შესაფუთად და ტარად. მსგავსი თვისებების სოკოები მანამდეც იყო ცნობილი მაგალითად, Fusarium oxysporum, რომელიც იზრდება პეფ-ის შემცველ მინერალურ არეში და Pestalotiopsis microspora – შთანთქავს პოლიურეთანს. I.sakaiensis-ი მოძრავია და აქვს პოლარული შოლტი. შეიცავს ციტოქრომოქსიდაზას და კატალაზას. შეიცავს პოლარულ ლიპიდებს: ფოსფატიდილეთანოლამინს, ლიზოფოსფატიდილეთანოლამინს, ფოსფატიდილგლიცეროლს და დიფოსფატიდილგლიცეროლს. ზრდის ტემპერატურა არის 15-42 °С, ოპტიმალური – 30-37 °С. рН 5,5-9,0 (ოპტიმალური рН 7-7,5).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.