Micrococcus luteus

Micrococcus luteus (ლათ.) – აქტინობაქტერიების სახეობა. ოჯახი Micrococcaceae. უმოძროა, კოკისებრი ბაქტერია-საპროფიტია. წარმოქმნის ტეტრადებს (ოთხი მიკროორგანიზმის გაერთიანება), გააჩნია მკვეთრი ყვითელი ან ოქროსფერი პიგმენტაცია. გრამით იღებება დადებითად ან ვარიაბელურად. სახეობა დადებით რეაქციას იძლევა ურეაზას და კატალაზას რეაქციებზე. მგრძნობიარეა ანტიბიოტიკ ბაციტრაცინის მიმართ. გარემოში გავრცელებულია ნიადაგში, მტვერში, წყალსა და ჰაერში. M. Luteus-ი არის ძუძუმწოვრების და ადამიანის კანის ზედაპირის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელი. ადამიანში M. Luteus-ი ახდენს პირის ღრუს, ლორწოვანი გარსების, პირ-ხახის და ზედა სასუნთქი გზების კოლონიზებას. ნორმალური იმუნური სტატუსი მქონე ადამიანებისათვის, M. Luteus საფრთხეს არ წარმოადგენს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.