Nesterenkonia halobia

Nesterenkonia halobia (ლათ.) – ჰალოფილური გრამდადებითი კოკები. ოჯახი Micrococcaceae. გამოიყენება მიკრობიოლოგიურ სინთეზში, როგორც ალფა-ამილაზების მასინთეზირებელი მიკროორგანიზმები. Nesterenkonia halobia წარმოქმნის გარეუჯრედულ დექსტრინოგენულ ამილაზას, რომელიც სინთეზირდება 0.2-2% სახამებლიან და 1-3 მოლარობის საკვებ არეზე. აერობულ პირობებში, ზრდის ტემპერატურა 30—37 °C-ია, pH 6—8. პროდუქტს ჰომოგენურ მდგომარეობამდე, ასუფთავებენ ელექტროფორეზით  დიეთილამინოეთილ-ცელულოზური ქრომატოგრაფიით და ფილტრაციით P-200 ბიო-გელის საშუალებით. ამილაზა აქტიურია 6-დან 7 pH-ზე, 0.25 М NaCl ან 0.75 М KCl-ის თანაობისას, ტემპერატურა 50-დან 55 °C-მდე. ამილაზას მოქმედების პროდუქტებია: მალტოზა, მალტოტრიოზა და მალტოტეტროზა, ნაკლებად გლუკოზა. ჰალოფილური ალფა-ამილაზა გამოიყენება საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.