სინტომიცინის ლინიმენტი 5% და 10%

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქლორამფენიკოლი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტუბში ან ქილაში.
5% და 10% სინტომიცინის ლინიმენტი შეიცავს: სინტომიცინს, აბუსალათინის ზეთს, ემულგატორს, გასუფთავებულ წყალს, კონსერვანტს, გასუფთავებულ ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას. პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე ლინიმენტს.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა ჭრილობის ინფექციების და ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სხვადასხვა ფორმის გამომწვევების მიმართ. იგი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების, ფურუნკულების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. ლაქტაციის პერიოდში დვრილების დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება.

მიღების წესი და დოზირება:
მარლას გაჟღენთავენ პრეპარატით, ან ამ უკანასკნელს წაისმევენ უშუალოდ დაზიანების უბანზე ან ჭრილობაზე და ზემოდან აფიქსირებენ დამცავ ნახვევს, პერგამენტის ან კომპრესულ ქაღალდს. გადახვევას აწარმოებენ ჩვენების მიხედვით 1-3 დღის, ხანდახან 4-5 დღის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას

გაფრთხილება