Oenococcus oeni

Oenococcus oeni (ლათ.) – გრამდადებითი, ჰეტეროფერმენტული რძემჟავა კოკისებრი ბაქტერია. გვარი Oenococcus. მონაწილეობს ღვინის მომწიფებაში, იწვევს ვაშლის და ლიმონის მჟავას დუღილს და წარმოქმნის დიაცეტილს და სხვა აქროლად არომატულ ნივთიერებებს, ამით ამცირებს ღვინის მჟავიანობას და აძლევს მას სასიამოვნო არომატს. Oenococcus oeni-ი წარმოადგენს გრამდადებით კოკს, წარმოქმნის ჯაჭვებს. ენერგიას იღებს რძემჟავური ჰეტეროფერმენტული დუღილით, რომლის საბოლოო პროდუქტია რძემჟავა, ძმარმჟავა და ნახშირბადის დიოქსიდი. შეუძლია ნახშირწყლების (საქაროზა, ფრუქტოზა, გლუკოზა), პირუვატის დუღილი. O. oeni მიეკუთვნება ისეთ ბაქტერიებს, რომლებიც უძლებს გოგირდის დიოქსიდის და სპილენძის იონებით გამოწვეულ სტრესულ გარემოს, რაც ხშირად გვხვდება ღვინოში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.