Paenibacillus

Paenibacillus (ლათ.) – გრამდადებითი, სპორაწარმომქმნელი ჩხირისებრი ბაქტერია. გვარში შედის Paenibacillus larvae, რომელიც ფუტკრების ბაქტერიულ დაავადებას – ამერიკულ სიდამპლეს (ინგლ. American foulbrood) იწვევს. Paenibacillus polymyxa არის ცნობილი ანტიბიოტიკის – პოლიმიქსინების მასინთეზირებელი. ქემოორგანოჰეტეროტროფია. აერობი ან ფაკულტატური ანაერობი. შეუძლია ბიოპოლიმერების ჰიდროლიზი. ზოგიერთი სახეობა ასინთეზებს ცელულაზებს და აგარაზებს, შესაბამისად იწვევენ ცელულოზას და აგარ-აგარის სინთეზს. Paenibacillus naphthalenovorans შეუძლია ნაფტალინის დესტრუქცია, სხვებს კი აზოტფიქსაცია. გვარი წარმოდგენილია ჩხირისებრი ბაქტერიებით, წარმოქმნიან თერმომდგრად ენდოსპორებს. ზოგიერთი სახეობა უმოძრაოა და აქვს შოლტები. უმრავლესობა მეზოფილია. ბინადრობენ ნიადაგში, მცენარის რიზოსფეროში. ზოგიერთი სახეობა პათოგენურია მწერებისათვის. მაგალითად, P. alvei და P. Larvae. გვარის მრავალი წარმომადგენელი, ასინთეზებს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს, რომელთაც ფუნგიციდური მოქმედებაც გააჩნია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.