Rhodospirillaceae

Rhodospirillaceae  (ლათ.) – პროტეობაქტერიების ტიპის ბაქტერიების ოჯახი. უმეტესობა მეწამულ ბაქტერიებს შეადგენს. ენერგიას ფოტოსინთეზის საშუალებით იღებენ. ჩვეულებრივ ეს ბაქტერიები ბინადრობენ ანაერობულ წყლის გარემოში ბინძურ, დამდგარ გუბურებში, თუმცა შეუძლიათ არსებობა ჩვეულებრივ ატმოსფერულ პირობებშიც. ოჯახში ასევე შედის გვარი Magnetospirillum-ი, რომლის წარმომადგენლები შეიცავს უმცირეს მაგნეტიტის ჯაჭვებს, მათი საშუალებით ბაქტერიებს შეუძლიათ დედამიწის მაგნიტური ველის მიხედვით ორიენტაცია და დაეშვან წყლის ფსკერზე, სადაც ჟანგბადის კონცენტრაცია დაქვეითებულია. მსგავსი ჯაჭვები ნაპოვნი იყო მარსის მეტეორებში, რაც შეიძლება ჩაითვალოს მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებლად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.