Rhodospirillum

Rhodospirillum (ლათ.) – ბაქტერიების გვარი Rhodospirillaceae-ის ოჯახიდან. კლასი α-პროტობაქტერიები. უჯრედები სპირალურია. მოძრაობენ პოლარულად განლაგებული შოლტების საშუალებით. იყოფა ბინარული გაყოფით. გვარს აქვს შიდაუჯრედული ფოტოსინთეზის მემბრანები ვეზიკულების ან ლამელების სახით, რომლებიც ციტოპლაზმურ მემბრანაში, მახვილი კუთხით ან მის ქვეშ, პარალელურად არიან განლაგებული. ფოტომასინთეზირებელი ფერმენტებია: ბაქტერიოქლოროფილი და კაროტინოიდები. იზრდებიან უპირატესად ფოტოჰეტეროტროფულად ანაერობულ პირობებში სინათლეზე, თუმცა შეუძლიათ ზრდა აერობულ, სიბნელის პირობებში. განვითარებისათვის საჭიროებენ ზრდის ფაქტორებს. ზოგიერთი სახეობა ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის მიმართ. ფოტოსინთეზის პროცესში, ელექტრონების დონორად მათ შეუძლიათ მოლეკულური წყალბადი გამოიყენონ. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 25-35°C-ია.  pH 6.8-დან 7.2-მდე. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით გვარი მოიცავს 5 სახეობას:
Rhodospirillum centenum Favinger et al. 1994, ასევე ცნობილია, როგორც Rhodocista centenaria Kawasaki et al. 1994
Rhodospirillum oryzae Lakshmi et al. 2013
Rhodospirillum photometricum Molisch 1907
Rhodospirillum rubrum (Esmarch 1887) Molisch 1907
Rhodospirillum sulfurexigens Anil Kumar et al. 2008


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook