Rhodospirillum rubrum

Rhodospirillum rubrum (ლათ.) – გრამუარყოფითი მეწამული ბაქტერიის სახეობა. ოჯახი Rhodospirillaceae. კლასი ალფაპროტეობაქტერია. უჯრედის ფორმა ჩხირისებრია, პოლარულად განლაგებული შოლტებით. უჯრედს აქვს მრავალშრიანი გარეთა გარსი. ანაერობული სინათლის ზრდის პირობებში, უჯრედებში ლამელები და შეფერილი ქრომომატოფორები ჩნდება. ახალგაზრდა კულტურები კი არაფოტომასინთეზირებელ ბაქტერიებს წააგავს. ქრომატოფორები ჩნდება ზრდის პირველი 12 საათის განმავლობაში, ხოლო 8 დღიან კულტურებში ყალიბდება ლამელებიც. R. rubrum -ს აერობული ზრდის პირობებში ქრომატოფორები არ გააჩნით. ქრომატოფორები შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ბაქტერიოქლოროფილს, კაროტინოიდებს (მაგალითად, სპირილოქსანტინი), ფოსფოლიპიდებს. ქრომატოფორებს შეუძლიათ განახორციელონ სინათლე-დამოკიდებული ატფ-ის სინთეზი, რაც ფოტოსინთეზისათვის აუცილებელია. ვინაიდან, კაროტინოიდები მხოლოდ ანაერობულ პირობებში სინთეზირდება, ფოტოსინთეზის პროცესში შესაბამისად, შეფერილი უჯრედებიც  ანაერობულ პირობებში გვხვდება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.