სტიმოლი / STIMOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ციტრულინის მალატი/citrulline malate

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.
ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ციტრულინი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ერთი პაკეტი შეიცავს ციტრულინის მალატის 1.0გ.
დამხმარე ნივთიერება: ფორთოხლის სანგრიის ნატურალური ხსნარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრირებული ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: შუშხუნა ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური თვისება:
სტიმოლი ახდენს ლაქტატისა და ამიაკის უტილიზაციას. უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, გადაჰყავს რა უჯრედი უფრო მაღალ ენერგეტიკულ საფეხურზე.

ჩვენება:
ფუნქციონალური ასთენიის სიმპტომური მკურნალობა:
• ფიზიკური ასთენია;
• ფსიქიკური ასთენია;
• პოსტინფექციური ასთენია;
• პოსტოპერაციული ასთენია;
• ასთენია ხანდაზმულ ასაკში;
• ასთენია ენდოკრინული დაავადებებისას (შაქრიანი დიაბეტის დროს);
• ასთენია სპორტსმენებში (ხსნის ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეულ კუნთის დაღლილობას);
• ასთენოვეგეტატიური სინდრომი ვეგეტოსისხლძარღვოვანი ასთენიის ჰიპოტონური ტიპის დროს;
• ალკოჰოლურ-აბსტინენციური სინდრომი;
• სექსუალური ასთენია.
გამოიყენება ასთენიის შემდეგი სიმპტომების დროს: საერთო სისუსტე, ემოციური ლაბილობა, ქრონიკული დაღლილობა, დაბალი შრომისუნარიანობა, ძილიანობა. რეკომენდებულია კუნთების ტკივილის და კრუნჩხვის დროს, რომელიც გამოწვეულია ლაქტატის დაგროვებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. პრეპარატი რეკომენდებულია აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში, როცა ვითარდება ასთენოვეგეტატიური სინდრომი.

უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. 6 წლამდე ასაკი. პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 6 წლიდან: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილები: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში.
რეკომენდებულია მიღება 4 კვირის განმავლობაში.
მიიღება საკვებთან ერთად. პაკეტის შიგთავსი იხსნება 100 მლ წყალსა ან წვენში.

გვერდითი ეფექტები:
იშვიათად დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. არასასურველი რეაქციის გამოვლენის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (+15-25°C) ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 1გ შუშხუნა ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №18

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოკოდექსი, საფრანგეთი

გაფრთხილება