სტოლონიკელ D6 წვეთები (ნატუროპათი) /Stolonikehl D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium brevicompactum D6-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით ((HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
ნეკნთაშუა და სამწვერა ნერვის ნევრალგია

თვისებები
საყოველთაოდ გავრცელებულ ობის სოკოს სახეობას Penicillium brevicompactum-ს ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან ანტივირუსულ მოქმედებას მიაწერდნენ. სისტემატურმა კვლევებმა აჩვენა ხელოვნური ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მოქმედება, ამასთანავე მის მოქმედების მექანიზმად განიხილებოდა
ინტერფერონის ძლიერი ინდუცირება. 60-იან წლებში შეძლეს ვირუსის დამთრგუნველი ნივთიერების გამოყოფა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით `შტატოლონ~. პრეპარატის შემდგომი გაუმჯობესება მხოლოდ
ბოლო წლებში მოხდა შANUM-KEHLBEჩK-ის მიერ, მან შესძლო სოკოს შტამის მიცელიუმიდან, სხვა რეცეპტების ანალოგიურად სამკურნალო პრეპარატის შემუშავება.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
შეიზილება 5-10 წვეთი დღეში დაავადებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები  ცნობილი არ არის

უკუჩვენებები ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება