სტომგინი – STOMGINI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება

პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ);   ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ); თავშავას ბალახი (2,0 გ); სალბის ფოთოლი (4,0 გ);   გვირილას ყვავილი (3,0 გ); გულყვითელას ყვავილი (3 გ); მუხის ქერქი (4,0 გ); სპირტი (20,0 გ); გამოხდილი წყალი (160 გ).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი „სტომგინი „  მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას, კურნავს დაავადებულ ღრძილებს.

ჩვენებები:
პრეპარატი „სტომგინი „  გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.
მიღების წესი:
პირის ღრუში, მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა: 200 მლ. ფლაკონებში №1

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: შ. პ. ს. ” დავათი ”

გაფრთხილება