სუპრემასენი – ჰუმანითი / Supremasen – Humanity

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სენოზიდი/sennoside

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  საფაღარათო საშუალებები

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: სენოზიდს 14 მგ-ს (სენას ფოთლების ექსტრაქტის სახით);
დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალურ ცელულოზას, კალციუმის დიჰიდროფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, პოვიდონს, გასუფთავებულ ტალკს, მაგნიუმის სტეარატს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის საფაღარათე საშუალება. სენასგლიკოზიდები.

ათქ კოდი A06AВ06

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები (სენასგლიკოზიდები) პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ძირითადად გამოიყოფა ფეკალიებით და უმნიშვნელო რაოდენობით შარდით. მსხვილ ნაწლავში სენოზიდების დიდი რაოდენობა ჰიდროლიზდება ნაწლავური ფლორის ფერმენტების ზემოქმედებით ფარმაკოლოგიურად აქტიურ თავისუფალ ანტრაქინონებად. შენოზიდების სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს˂5%. საფაღარათო ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 8-10 საათისშემდეგ.

ფარმაკოდინამიკა
საფაღარათო ეფექტი განპირობებულია მსხვილი ნაწლავის რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად პერისტალტიკის რეფლექტორული გაძლიერებით.  ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ფერმენტული სისტემების მონაწილეობით სენოზიდებიდან წარმოქმნილი პროდუქტები იწვევენ ზემოქმედებას უშუალოდ ლორწოვანი გარსის რეცეპტორებზე. გარდაამისა, პრეპარატი ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გაზრდას და აჩქარებს მსხვილი ნაწლავის მოტორიკას. ეს განპირობებულია D-ქსილოზის,  წყლის, ნატრიუმის იონების აბსორბციის დათრგუნვით, ნატრიუმის და წყლის სეკრეციის სტიმულირებით ნაწლავის სანათურში და მის კედლებში E2პროსტოგლანდინის კონცენტრაციის გაზრდის გზით.

გამოყენების ჩვენებები
– ქრონიკული ყაბზობა
– კუჭის მოქმედების რეგულირება ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალის მქონე პაციენტებში
– რენტგენოლოგიური ვლევისთვის მომზადების პროცესი.

გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად ჩვეულებრივ 1 ჯერ დღეში საღამოს ძილის წინ;
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ძილის წინ, წყლის ან რაიმე სითხის მიყოლებით. Mაქსიმალური სადღეღამისო დოზაა – 3 ტაბლეტი.
6-12 წლის ასაკის ბავშვები: 1/2 ტაბლეტი ძილის წინ. Mაქსიმალური დღიური დოზაა 2 ტაბლეტი.
საჭიროებისას შესაძლებელია დოზის საფეხურეობრივი გაზრდა 1/2 ტაბლეტით მაქსიმალურ დოზამდე. Mაქსიმალური დოზის მიღწევის შემდეგ 3 დღის განმავლობაში დეფეკაციის არარსებობის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
– კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცლის არეში, მეტეორიზმი;
– ელექტროლიტების დაკარგვის გამო, ძირითადად კალიუმის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;
– ალბუმინურია, ჰემატურია, მელანინის დაგროვება ნაწლავის ლორწოვან გარსში;
– გულისრევა, ღებინება, დიარეა, შარდის გაუფერულება, გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა სენის გლიკოზიდების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
– სპასტიური ყაბზობა, ნაწლავური გაუვალობა, გაურკვეველი გენესის მუცლის ტკივილი;
– ჩაჭედილი თიაქარი;
– კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული;
– ნაწლავის და მუცლის ღრუს მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;
– საშვილოსნოდან სისხლდენა;
– ცისტიტი;
– წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები;
– 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები
SUPREMASEN-HUMANITY  ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებითშესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება; ჰიპოკალიემიის შესაძლო განვითარების გამო ანტიარითმული პრეპარატების მოქმედების ცვლილება.  თიაზიდურ დიურეტიკებთან, გლუკოკორტიკოიდებთან, ძირტკბილას ფესვის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. ერთდროული გამოყენებისას, ასევე ირღვევა ტეტრაციკლინების აბსორბცია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში, მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევისშემდეგ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 2 კვირაზე მეტი ხნით მიღება.
პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია შარდის შეფერილობის ცვლილება მოყვითალო-მოყავისფრო ან მოწითალო-იასამნისფრად.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. ანტრაქინონის წარმოებულები, რომლებიც გამოიყოფა რძით, ბავშვებში დიარეას იწვევს.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა, რომელსაც შეუძლია ჰიპოვოლემიის გამოწვევა.
მკურნალობა სიმპტომურია – სითხის მიღების გაზრდა. როგორც წესი ეს საკმარისია სითხის და ელექტროლიტების დაკარგვის კომპენსირებისთვის.  ძოგჯერ სითხის და ელექტროლიტების დეფიციტის შესავსებად იყენებენ პლაზმის შემცვლელების ინტრავენურ ინფუზიას.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  25

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 14მგ ტაბლეტი №100 (10 x10)

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Surya Herbal Limited, ინდოეთი

გაფრთხილება