სუპრემაცეფი-ჰუმანითი / SUPREMACEF-HUMANITY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეფპოდოქსიმი/cefpodoxime

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, მე-3 თაობის ცეფალოსპორინები.

ათქ კოდი: J01DD13

შემადგენლობა
თითოეული პაკეტი შეიცავს:
ცეფპოდოქსიმს    40მგ-ს;  50მგ-ს ან 100მგ-ს (ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის სახით)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ნახევრადსინთეთური, ფართო სპექტრის, ცეფალოსპორინების ჯგუფის მე-ІІІ თაობის ანტიბიოტიკია. გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება.
თრგუნავს ტრანსპეპტიდაზას და აფერხებს ბაქტერიული უჯრედის კედლის ბიოსინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიის უჯრედის ლიზისს და დაღუპვას.
მგრადია ბეტა-ლაქტამაზას მოქმედების მიმართ, არ ნადგურდება მჟავე გარემოში.
PK/PD თანაფარდობა
ცეფალოსპორინებისთვის, უმნიშვნელოვანესი ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც უკავშირდება in vivo ეფექტურობას, წარმოადგენს დოზების მიღების ინტერვალის გარკვეულ პროცენტულ წილს, რომლის დროსაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფპოდოქსიმის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) მაღალი ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ე.ი. %T>MIC).

რეზისტენტობის მექანიზმი:
რეზისტენტობა ცეფალოსპორინების მიმართ გამომდინარეობს სხვადასხვა მექანიზმებიდან:
1. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების უჯრედების კედლების შეღწევადობის შეცვლა
2. პენიცილინთან შეკავშირებული ცილების (PBPs) შეცვლა
3. β-ლაქტამაზას პროდუქცია
4. ბაქტერიების განმდევნი (ეფლუქსის) ტუმბოები

ანტიმიკრობული მგრძნობიარობის ტესტირების ევროპის კომიტეტის (EUCAST) მონაცემები MIC ტესტირებისთვის მოცემულია ქვემოთ. EUCAST კლინიკური მონაცემები  ცეფპოდოქსიმისთვის (2011-01-05, v 1.3)
ცხრილი: 1
1 სტაფილოკოკების მგრძნობიარობა ცეფალოსპორინების მიმართ გამომდინარეობს ცეფოქსიტინის მგრძნობიარობიდან.
2 ბეტა-ჰემოლიზური,  A, B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობიარობა გამომდინარეობს პენიცილინის მგრძნობიარობიდან.
3 შტამები, რომელთა MIC სიდიდეები >მგრძნობიარე საკონტროლო წერტილებზე, ძალიან იშვიათია, ან ჯერ არ არის აღნიშნული. იდენტიფიკაციის და ანტიმიკროპული მგრძნობიარობის ტესტები ნებისმიერ ასეთ იზოლატზე განმეორებით უნდა ჩატარდეს და, თუ შედეგი  დადასტურდება, იზოლატი უნდა გადაიგზავნოს საცნობარო ლაბორატორიაში.
*არასაკმარისი მტკიცებულება

მგრძნობელობა:
აქტიურია აერობული, ანაერობული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
ცხრილი:2
$ბუნებრივი შუალედური მგრძნობიარობა
+რეზისტენტობის მაჩვენებლები >50% მინიმუმ 1 რეგიონში
% ESBL წარმომქმნელი სახეობები ყოველთვის რეზისტენტულია

ფარმაკოკინეტიკა
გამოიყენება ცეფოდოქსიმ პროქსეტილის (პროწამალი) სახით, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დიესტერიფიცირების გზით გარდაიქმნება ცეფპოდოქსიმად. 100მგ-ის მიღების შემდეგ, შეიწოვება 50%, Cmax — 1,4 მკგ/მლ. პერორალური სუსპენზიასთან ერთად საკვების მიღება ზრდის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს (Tmax),  მაგრამ არა მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax). სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს (20-40%). Tmax  შეადგენს 2-3 საათს. ადვილად ნაწილდება ფილტვებში, პლევრალურ სითხეში, ნუშურა ჯირკვლებში. მაქსიმალური პლაზმა-კონცენტრაცია შეადგენს 1.2 მგ/ლ და 2.5 მგ/ლ 100 მგ და 200 მგ დოზების მიღების შემდეგ, შესაბამისად. 100 მგ და 200 მგ დოზების დღეში ორჯერ 14.5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ ცეფპოდოქსიმის პლაზმა-ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები უცვლელი რჩება.  ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,09-2,84 საათს. 30-35% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით 12 საათის განმავლობაში. თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ექსკრეცია მცირდება: თუ კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ- Т1/2 შეადგენს 3,5 საათს; თუ კრეატინინის კლირენსი 30-49  მლ/წთ- 5,9 საათს, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი 5-29  მლ/წთ- 9,89 საათს.  სტანდარტული, 3 საათიანი ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება მიღებული დოზის 23%. ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში უმნიშვნელოვნად მცირება შეწოვა.

ცეფპოდოქსიმის კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეებს (MIC) ხშირი პათოგენებისათვის, შეიძლება მიღწეული იქნას ფილტვის პარენქიმაში, ბრონქულ ლორწოში, პლევრალურ სითხეში, ნუშისებრ ჯირკვლებში, ინტერსტიციალურ სითხეში და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში.

ვინაიდან ცეფპოდოქსიმის უმეტესი ნაწილის ელიმინაცია ხდება შარდში, მისი კონცენტრაცია მაღალია. (0-4, 4-8, 8-12 სთ ფრაქციების კონცენტრაციები ერთჯერადი დოზის შემდეგ აღემატება საერთო ურინარული პათოგენების MIC90.).  ცეფპოდოქსიმის დიფუზია, ასევე, აღინიშნება თირკმლის ქსოვილში და მისი კონცენტრაციები აღემატება საერთო ურინარული პათოგენების MIC90, 200 მგ ერთჯერადი დოზის (1.6 – 3.1 μg/g) მიღებიდან 3-12 საათის შემდეგ. ცეფპოდოქსიმის კონცენტრაციები მედულარულ და თვის ტვინის ქერქის ქსოვილებში ერთმანეთის ანალოგიურია.

ექსკრეციის მთავარი გზაა რენალური, 80% გამოიყოფა შარდში, უცვლელი სახით, გამოყოფის ნახევარდაშლის დაახლოებით 2.4 საათიანი პერიოდით.

ბავშვები
ბავშვებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მაქსიმალური პლაზმა-კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან დაახლოებით 2-4 საათში. 5 მგ/კგ ერთჯერადი დოზის 4-12 წლის ბავშვებში მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია ანალოგიურია მოზრდილებში 200 მგ დოზის მიღების შემდეგ მიღწეული კონცენტრაციისა.

2 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ 5 მგ/კგ დოზებს 12 საათში ერთხელ, საშუალო პლაზმა-კონცენტრაციები, დოზის მიღებიდან 2 საათში, მერყეობს 2.7 მგ/ლ (1-6 თვის) და 2.0 მგ/ლ (7 თვის -2 წლის) შორის.

1 თვიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც ირებენ 5 მგ/კგ განმეორებით დოზებს 12 საათში ერთხელ, ნარჩენი პლაზმა-კონცენტრაციები სტაბილურ მდგომარეობაში შეადგენს 0.2-0.3 მგ/ლ (1 თვიდან 2 წლამდე) და 0.1 მგ/ლ (2 – 12 წლის).

ჩვენებები
სუპრემაცეფი სუსპენზიის სახით ინიშნება 5 თვიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• სინუსიტი, ტონზილიტი, ოტიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი;
• ბრონქიტი, პნევმონია

ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში, ცეფპოდოქსიმი შეიძლებაარ წარმოადგენდეს შესაფერის არჩევანს პათოგენიდან გამომდინარე. იხ. „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენების დროს“.

გათვალისწინებული უნდა იქნას ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების ოფიციალური რეკომენდაციები.

დოზირება და მიღების წესი
მიღების გზა: პერორალური.

ჩვილები (>28 დღის) და ბავშვები (11 წლამდე):
5 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 5-10 მგ/კგ/დღე, დღეში ორჯერადი მიღებით,  12-საათიანი ინტერვალებით.

რეკომენდებული დოზირება
ცხრილი:3
12 წლიდან ბავშვები და მოზარდები:

რეკომენდებული დოზირება
ცხრილი:4
პერორალური სუსპენზიის მომზადების წესი:

პაკეტის შემადგენლობა (40, 50 ან 100 მგ) იხსნება 5-10 მლ (1-2 ჩაის კოვზი)  ცივ, გადადუღებულ წყალში სუსპენზიის მიღებამდე.
მიღებული სუსპენზია მიიღება გახსნისთანავე.
200 მგ-იანი დოზის მისაღებად უნდა გამოიყენოთ 5  40 მგ-იანი პაკეტი;  4  50 მგ-იანი პაკეტი ან 2 100 მგ-იანი პაკეტი.
100 მგ-იანი დოზის მისაღებად უნდა გამოიყენოთ 2  50 მგ-იანი 2 პაკეტი ან ერთი 100 მგ-იანი პაკეტი.

მისაღები დოზა მითითებულია საზომ კოვზზე. დანაყოფები შეესაბამება ბავშვის წინას (კგ) 5 კგ-დან (2.5 მლ) 25 კგ-მდე (12.5 მლ), შუალედური 1 კგ (0.5 მლ) დანაყოფებით. მისაღები დოზა განისაზღვრება უშუალოდ კოვზიდან.

შემდეგ ცხრილში მოცემულია დოზები ბავშვებისათვის, საზომ კოვზზე სხეულის წონის დანაყოფების მიხედვით:

ცხრილი:5
ბავშვები, რომელთა წონა მინიმუმ 25 კგ, იღებენ 12.5 მლ სუსპენზიას დღეში ორჯერ ან, ალტერნატიულად, 100 მგ შემოგარსულ აბებს დღეში ორჯერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზების კორექტირება საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
ცეფპოდოქსიმის დოზების კორექტირება საჭირო არ არის, თუ კრეატინინის კლირენსი აღემატება 40 მლ/წთ – 1/1,73 მ2.

ამ სიდიდეზე ნაკლებზე, ფარმაკოკინეტიკური კვლევების თანახმად, პლაზმა-ელიმინაციის ნახევარპერიოდი და მაქსიმალური პლაზმა-კონცენტრაციები იზრდება, ამიტომ, დოზები შესაბამისად უნდა იქნას კორექტირებული.
დოზების კორექტირების ცხრილი:
ცხრილი:6
სუსპენზია შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მომზადების ინსტრუქციები
სუსპენზიის მომზადებამდე აუცილებელია თავსახურის შიდა საცობში სილიკაგელის ტენის მშთანთქავის ამოღება და გადაგდება. სუსპენზიის მოსამზადებლად, პირველ რიგში ბოთლი შეარყიეთ გრანულების გასაფხვიერებლად. ჩაასხით წყალი, დაახლოებით ნახევარი 100 მლ აღმნიშვნელ ზოლამდე და კარგად შეარყიეთ ბოთლი. შემდეგ, შეავსეთ წყლით 100 მლ აღმნიშვნელ ზოლამდე და კვლავ შეარყიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფპოდოქსიმის ან სხვა ცეფალოსპორინების, ან წამლის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

წარსულში მომატებული მგრძნობელობის მწვავე და/ან მძიმე რეაქციების (ანაფილაქსიის) არსებობა პენიცილინის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
5 თვემდე ბავშთა ასაკი.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენების დროს
ცეფპოდოქსიმი არ წარმოადგენს საუკეთესო ანტიბიოტიკს სტაფილოკოკური პნევმონიის სამკურნალოდ და არ უნდა იქნას გამოყენებული ატიპიური პნევმონიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ისეთი ორგანიზმებით, როგორიცაა Legionella, Mycoplasma და Chlamydia. ცეფპოდოქსიმი არ არის რეკომენდებული პნევმონიის სამკურნალოდ, თუ დაავადების გამომწვევია S.pneumoniae.

ისევე, როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების შემთხვევაში, აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის სერიოზული და ზოგჯერ სასიკვდილო რეაქციები. მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციების შემთხვევაში ცეფპოდოქსიმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ადექვატური გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გაირკვეს, აქვს თუ არა პაციენტს მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციების ისტორია ცეფპოდოქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან ბეტა-ლაქტამური საშუალებების რომელიმე სხვა ტიპის მიმართ. ცეფპოდოქსიმი ფრთხილად უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის არა-მძიმე რეაქციების ისტორია.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზების შემცირება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.
ანტიბაქტერიული საშუალებებით გამოწვეული კოლიტი და ფსევდო-მემბრანული კოლიტი აღინიშნა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფპოდოქსიმის მიღებისას. ამ დაავადებების სიმძიმის ხარისხი შეიძლება იყოს მსუბუქი და, ასევე, სიცოცხლისთვის საშიშიც. ამიტომ, ამ დიაგნოზის გათვალისწინება აუცილებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც, ცეფპოდოქსიმის მიღების დროს ან შემდეგ, დიარეა უვითარდებათ. აუცილებელია ცეფპოდოქსიმით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile საწინააღმდეგო მკურნალობის დანიშვნა.

ცეფპოდოქსიმი ყოველთვის ფრთხილად უნდა დაინიშნოს გასტროინტესტინალური დაავადებების, განსაკუთრებით – კოლიტის ისტორიის შემთხვევაში.

ისევე, როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია და, უფრო იშვიათად, აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მკურნალობის იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც გრძელდება 10 დღეზე ხანგრძლივად, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება და, ნეიტროპენიის გამოვლენის შემთვევაში, მკურნალობის შეწყვეტა.

ცეფალოსპორინების აბსორბცია შეიძლება მოხდეს ერითროციტების მემბრანების ზედაპირიდან, რაც იწვევს მის შესვლას რეაქციაში წამლის წინააღმდეგ მიმართულ ანტისხეულებთან. ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას დადებითი პასუხი კუმბის ტესტზე და, ძალიან იშვიათად, ჰემოლიზური ანემია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ასევე, განვითარდეს ჯვარედინი რეაქცია პენიცილინთან.

ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით, პოტენციურად ნეფროტოქსიკურ წამლებთან (როგორიცაა ამინოგლიკოზიდები და/ან პოტენციური დიურეზული საშუალებები) ერთად მიღების შედეგად აღინიშნა ცვლილებები თირკმლის ფუნქციაში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ცეფპოდოქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების (სოკო და Clostridium difficile) ჭარბი ზრდა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ლაბორატორიული ტესტების ცვლილება:
ცრუ დადებითი რეაქცია შარდში გლუკოზის არსებობაზე შეიძლება მიღებული იქნას

ბენედიქტის, ფელინგის ხსნარის ან გოგირდმჟავა სპილენძის სატესტო აბების გამოყენებით შარდში გლუკოზის განსაზღვის დროს შესაძლებელია ცრუ დადებითი რეაქციის გამოვლენა. ასეთი ცვლილებები არ ვრცელდება გლუკოზას ოქსიდაზას ფერმენტულ რეაქციებზე დაფუძნებულ ტესტებს.

გალაქტოზას, ფრუქტოზას, ლაქტოზას აუტანლობის, ან სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან                          
ჰისტამინ-H2-ანტაგონისტები და ანტაციდები ამცირებენ ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობას.

პრობენეციდი ამცირებს ცეფალოსპორინების ექსკრეციას.

ცეფალოსპორინები პოტენციურად ზრდიან კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს და ამცირებენ ესტროგენების კონტრაცეფტიულ მოქმედებას.

პერორალური ანტიკოაგულანტები:
ცეფპოდოქსიმის მიღებამ ვარფარინთან ერთად შეიძლება გააძლიეროს მისი

ანტიკოაგულაციური ეფექტები. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს, მათ შორის ცეფალოსპორინებს, მიღებული იქნა შეტყობინებები პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერების შესახებ. ამ რისკის მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის მთავარ ინფექციაზე, ასაკზე და ზოგად მდგომარეობაზე, ისე, რომ ცეფალოსპორინების წვლილის შეფასება INR (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი) მომატებაში პრობლემური გახდება. რეკომენდებულია INR ხშირი მონიტორინგი ცეფპოდოქსიმის და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულად მიღებისას თუ უშუალოდ მიღების შემდეგ.

პრეპარატის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ით მცირდება, როდესაც ცეფპოდოქსიმი მიიღება კუჭის მჟავიანობის დამწევ პრეპარატებთან ერთად. შესაბამისად, მინერალური ტიპის ანტაციდების და H2 ბლოკატორების (რანიტიდინი), მიღება რეკომენდებულია ცეფპოდოქსიმის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია
ცეფპოდოქსიმი არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მანქანადანადგარების გამოყენების უნარზე
ცეფპოდოქსიმით მკურნალობის დროს აღინიშნა თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენების  სიხშირეები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100 – <1/10)
არახშირი (≥1/1,000 – <1/100)
იშვიათი (≥1/10,000 – <1/1,000)
ძალიან იშვიათი (<1/10,000),
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძვლად განსაზღვრა შეუძლებელია)
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ჰემოგლობინის დაკლება,  თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ეოზინოფილია
ძალიან იშვიათი: ჰემოლიზური ანემია.
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა
ყურის და შუა ყურის დარღვევები
არახშირი: ტინიტუსი
გასტროინტესტინალური დარღვევები
ხშირი: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა. სისხლიანი განავალი შეიძლება ენტეროკოლიტის ნიშანს წარმოადგენდეს.
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს ან შემდეგ მძიმე ან პერსისტენტული დიარეა ვითარდება.
მეტაბოლური დარღვევები
ხშირი: უმადობა
იმუნური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, პურპურა და ანგიოედემა.
შარდ-სასქესო სისტემის მზრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მსუბუქი მომატება
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათი: AST, ALT და ტუტე ფოსფატაზას და/ან ბილირუბინის გარდამავალი ზომიერი მომატება

ასეთი ლაბორატორიული ანომალიები, რომლებიც, ასევე, შეიძლება აიხსნას ინფექციით, იშვიათად თუ აჭარბებს ორჯერ დასახელებული დიაპაზონის ზედა ზღვარს და ადგენს ღვიძლის დაზიანების, ჩვეულებრივ, ქოლესტაზურ და, ყველაზე ხშრად, ასიმპტომატურ სქემას.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის დაზიანება
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: კანისა და ლორწოვანი გარსის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, პრურიტი
ცხრილი:7

დოზის გადაჭარბება
ცეფპოდოქსიმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება დამხმარე და სიმპტომატური მკურნალობა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია ენცეფალოპათიის განვითარება. ენცეფალოპათიის სიმპტომები გარდამავალია და ქრება ცეფპოდოქსიმის პლაზმური კონცენტრაციების შემცირების შემდეგ.

ფარმაცევტული მონაცემები
შეუთავსებლობები

ვარგისიანობის ვადა
2 წელი

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
40მგ-იანი პაკეტები:
ცეფპოდოქსიმის 40მგ ფხვნილი მოთავსებულია ლამინირებული ქაღალდის ფოლგის პაკეტში, 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50მგ-იანი პაკეტები:
ცეფპოდოქსიმის 50მგ ფხვნილი მოთავსებულია ლამინირებული ქაღალდის ფოლგის პაკეტში, 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
100მგ-იანი პაკეტები:
ცეფპოდოქსიმის 100მგ ფხვნილი მოთავსებულია ლამინირებული ქაღალდის ფოლგის პაკეტში, 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები გადაყრისა და სხვა სახის მოხმარებისთვის
სპეციალური მოთხოვნები არ არის.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: XL LABORATORIES PVT. LTD, ინდოეთი

გაფრთხილება