ტესტოსტერონი პროპიონატიTestosterone propionate

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Testosterone propionate; 3- ოქსოანდროსტ -4- ენ -17 ß – ილ პროპიონატი;

ფარმაკოთერაპიული კლასი: ანდროგენები

ძირითადი ფიზიკოქიმიური თვისებები: ღია მწვანე ან ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე, სპეციფიკური სუნით;

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს ტესტოსტერონ პროპიონატის 0,01 გ ან 0,05 გ;
დამხმარე ნივთერებები: ეთილოლეატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტესტოსტერონ პროპიონატს ახასიათებს სპეციფიკური ანდროგენური მოქმედება: ასტიმულირებს გარეთა სასქესო ორგანოების, პროსტატის, სათესლე პარკების*   განვითარებასა და ფუნქციას, ასევე მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას (ხმა, თმის საფარველი). მონაწილეობს სხეულის კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში და მამაკაცის სქესობრივ ქცევაში, აძლიერებს ლიბიდოსა და პოტენციას, ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. ამცირებს ლუთეოტროპული და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების გამომუშავებას. ტესტოსტერონი წარმოადგენს ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენების ანტაგონისტს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ქალებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, რაც ვლინდება ცილის სინთეზის სტიმულაციით, ცხიმის ჩალაგების შემცირებით,   ორგანიზმში ცილის სინთეზისთვის აუცილებელი კალიუმის, ფოსფორის, გოგირდის შეკავებით, ძვლებში კალციუმის ფიქსაციის გაძლიერებით და კუნთოვანი მასის გაზრდით. საკმარისი ცილოვანი საკვების მიწოდების შემთხვევაში ასტიმულირებს ერითროპოეტინების წარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში ან კანქვეშა ინექციის შემდეგ ნელა აბსორბირდება ინექციის ადგილიდან. სისხლში მოცირკულირე ტესტოსტერონი ხვდება სამიზნე ორგანოებში, სადაც აღდგება 5- α- დიჰიდროტესტოსტერონად, რომელიც ურთიერთქმედებს უჯრედის მემბრანის რეცეპტორებთან და აღწევს უჯრედის ბირთვში. პრეპარატის 98%- მდე სისხლის პლაზმაში უკავშირდება ცილებს, ძირითადად გლობულინებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში მცირედ აქტიურ და არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. პრეპარატის დაახლოებით 6% გამოიყოფა ნაწლავების გზით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:
ჩანაცვლებითი თერაპია პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის, ევნუქოიდიზმის   დროს;   ენდოკრინული გენეზის იმპოტენცია, პოსტკასტრაციული სინდრომი, მამაკაცის კლიმაქსი; უნაყოფობა სპერმატოგენეზის დარღვევის შედეგად, ოლიგოსპერმია; ოსტეოპოროზი, გამოწვეული ანდროგენების დეფიციტით, აკრომეგალია, პროსტატის ჰიპერტროფიის საწყისი სტადიები; ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ქალებში (სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების კიბო), კლიმაქტერული დარღვევები ქალებში (ესტროგენებთან ერთად); ფუნქციური სისხლდენა   ჰიპერესტროგენიზმის დროს; მასტოპათია, სარძევე ჯირკვლების პრემენსტრუალური მტკივნეული დაჭიმულობით; ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა; ანემიის მკურნალობა ქალებსა და მამაკაცებში ეთიოტროპული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში (ეთიოტროპულ თერაპიასთან ერთად). როგორც ანაბოლური საშუალება, ტესტოსტერონ პროპიონატი ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს ცილის გაძლიერებული დაშლა (ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გამოფიტვა, ქირურგიული ჩარევები, მძიმე ტრავმები, ძირითადად მამაკაცებში).

მიღების გზები და დოზირება:
მამაკაცებში ევნუქოიდიზმის, სასქესო ორგანოების თანდაყოლილი განუვითარებლობის დროს, მათი ქირურგიული გზით ან ტრავმის შედეგად მოცილების შემთხვევაში, ასევე აკრომეგალიის დროს – ინიშნება კუნთში ან კანქვეშ 20-25 მგ დღეგამოშვებით ან 2 დღის გამოტოვებით.  მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობასა და დაავადების ხასიათზე. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგ ტესტოსტერონ პროპიონატი   შეჰყავთ შემანარჩუნებელი დოზით 5-10 მგ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ენდოკრინული გენეზის იმპოტენციის დროს, ასევე მამაკაცის კლიმაქსის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვოვანი ან ნერვული დარღვევები, ტესტოსტერონ პროპიონატი ინიშნება 10 მგ ყოველდღე ან 25 მგ 2-3- ჯერ კვირაში 1-2 თვის მანძილზე. მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მიზნით პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ კვირაში ორჯერ 4-6 თვის განმავლობაში ან 50 მგ დღეგამოშვებით 10 დღის მანძილზე. მამაკაცის კლიმაქსის პათოლოგიური მიმდინარეობისას პრეპარატი ინიშნება 25 მგ 2- ჯერ კვირაში 2 თვის მანძილზე ერთთვიანი ინტერვალით. პროსტატის ჰიპერტროფიის საწყის სტადიებზე – 10 მგ 2 დღეში ერთხელ 1-2 თვის განმავლობაში.
ქალებში 45 წლის ზემოთ დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენების დროს ინიშნება 10-25 მგ 20-30 დღის განმავლობაში სისხლდენის შეწყვეტამდე და საშოს ნაცხში ატროფიული უჯრედების გაჩენამდე.

გვერდითი ეფექტები:
პრიაპიზმი, გაძლიერებული სქესობრივი აქტივობა, ლიბიდოს გაძლიერება და ხშირი ერექცია, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერკალცემია, თავბრუსხვევა, გულისრევა. ბიჭებში – ნაადრევი სქესობრივი მომწიფება სასქესო ორგანოების ზომების გადიდებით, ძვლების ეპიფიზების ნაადრევი დახურვა. შესაძლოა თრომბოფლებიტის, ქოლესტაზური სიყვითლის განვითარება, ამინოტრანსფერაზების დონის მატება, ინექციის ადგილის მტკივნეულობა, სიწითლე და ქავილი. ქალებში შეიძლება აღინიშნოს მასკულინიზაციის (ვირილიზმის) მოვლენები: ხმის დაბოხება, თმის ჭარბი ზრდა სახესა და ტანზე, სახის პასტოზურობა.

უკუჩვენებები:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, პროსტატის კიბო, გინეკომასტია, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების დარღვევა, ჰიპერკალცემია, გულის უკმარისობა, ავადმყოფების მნიშვნელოვანი ასთენიზაცია, მამაკაცის ხანდაზმული ასაკი, ბიჭებში პრეპუბერტული პერიოდი, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდები.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივად გამოყენებისას ხშირად ვითარდება გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია შესაბამის განყოფილებაში. ამ შემთხვევაში პრეპარტს ხსნიან, ხოლო ანდროგენდამოკიდებული გვერდითი ეფექტების გაქრობისას განაახლებენ მკურნალობას შემცირებული დოზებით. საჭიროების შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ თერაპიას.

გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის პროცესში აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლი
გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ეპილეფსიის, შაკიკის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ურთიერთქმედება:
კომბინაციაში გამოყენებისას იმ საშუალებებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებს – ბარბიტურატები, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი,   ფენილბუტაზონი, ფენიტოინი, ტესტოსტერონის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. მკვეთრად გამოხატული ჰიპოგონადიზმის დროს ტესტოსტერონ პროპიონატი შეიძლება დაინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მასტიმულირებელ პრეპარატებთან, ესტროგენებთან   ერთად. აძლიერებს ანაბოლური საშუალებების, ვიტამინების, კალციუმის, ფოსფორის შემცველი პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის ვადა და პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25 °C ტემპერატურაზე. პრეპარატის გაცივებისას, გამოყენებამდე საჭიროა ამპულის გათბობა 20 °C ტემპერატურამდე.

შენახვის ვადა – 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: ამპულაში – 1 მლ; 5 ან 10 ამპულა ყუთში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

გაფრთხილება