ტესტის კომპოზიტუმ ნ TESTIS COMPOSITUM N

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნულო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 10 და 10 ც.
100 მლ

Testis suis D4 ………………………………1მლ Embryo suis D8 …………………………….1მლ Glandula suprarenalis suis D13 ……………1მლ Kalium picrinicum D6 ……………………….1მლ Ginseng D4 ………………………………….1მლ Turnera diffusa D8 ………………………….1მლ Caladium seguinum D6 …………………….1მლ Cor suis D8 ………………………………….1მლ Cortisonum aceticus D13 …………………..1მლ Vitex agnus castus D6 ……………………..1მლ Selenium D10 ……………………………….1მლ Litta versicatoria D6 ………………………..1მლ Acidum ascorbinum D6 …………………….1მლ Zincum metallicum D10 ……………………1მლ Conium maculatum D28 ……………………1მლ Lycopodium clavatum D28 …………………1მლ Phosphorus D8 ……………………………..1მლ Diencephalon suis D10 …………………….1მლ Magnesium phosphoricum D10 …………….1მლ Ferrum phosphoricum D10 …………………1მლ Manganum phosphoricum D8 ………………1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
ორგანოთა ფუნქციების სტიმულირება, მათ შორის იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაციის, გამოფიტვის, ოსტეომალაციის, ღამის შარდის შეუკავებლობის, პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, შაქრიანი დიაბეტის და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევების შემთხვევაში;
აგრეთვე ღვიძლის დაზიანების დროს;
პრეპარატი გამოიყენება გერიატრიაში;
პროსტატის ადენომის, ჰიპერტონიის, პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის, სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება ერთი ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, საჭიროების შემთხვევაში ვენაში.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება