უნივერტანი – UNIVERTAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული კომბინირებული პრეპარატი კანის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 18 გ
1 გ
სულფათიაზოლი…………….     130.0 მგ
ქლორამფენიკოლი……………     16.0 მგ
ნისტატინი………………………     2.6 მგ
გოგირდი………………………..    13.0 მგ
ბორაქსი (ბურა)……………….     13.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, თეთრი ვაზელინი.

ჩვენებები:
კანის სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექცია: წითელი ქარი, პანარიციუმი, აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა;
მეორადად ინფიცირებული დერმატოზები: ეგზემა, დერმატიტი, ნეიროდერმიტი;
კანდიდომიკოზები (კანის სოკოვანი ინფექციები).

მიღების წესი და დოზირება:
მალამო გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის 1-2-ჯერ დღეში კანის დაზიანებულ უბნებზე 3-5 დღის განმავლობაში; საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე დღე.

გვერდითი მოვლენები:
♦ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა და ფოტომგრძნობელობა.
♦ სულფანილამიდებით კანის ფართო უბნების ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება ალერგიული რეაქციების სახით;
♦ მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იშვიათად შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა;

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
* ჩვილ ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს ორსულებში, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების და რძეში მისი ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მისი დანიშვნა შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კანის ფართო უბანზე, ლორწოვან გარსებზე და დახურული სახვევის ქვეშ, კანიდან აქტიური შეწოვის საშიშროების გამო.
◄ არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე.
◄ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება, დიდხანს მზეზე დგომა და კვარცის ლამპით ან რენტგენის სხივებით დასხივება.
◄ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
გარეგანი გამოყენების დროს პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
უნივერტანის ადგილობრივი გამოყენების დროს სხვა წამლებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება გარეგანი გამოყენების სხვა წამლებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება