ფერო-დენკი 50 / FERRO-DENK 50

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (II)ფურამატი/ferrous fumarate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შინაგანად მისაღები ანტიანემიური საშუალება

აქტიური ნივთიერება: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: რკინის(II) ფუმარატს 152.240 მგ – 163.700 მგ [ექვივალენტური 50 მგ რკინის (II) იონებისა].

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამაბელი, პოვიდონ K25, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, მაკროგოლი 6000, ტალკი, სილიციუმის ზეთოვანი ემულსია (დიმეთიკონ 350, პოლისორბატი 80, სორბიტის მჟავა, გასუფთავებული წყალი), ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, ბუტილის მეთაკრილატი –(2-დიმეთილამინეთილ) მეთაკრილატ- მეთილის მეტაკრილატ – კოპოლიმერი (1:2:1), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი (E 172).
რა არის ფერო-დენკ 50 და მისი გამოყენება

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.

ფეროდენკ 50-ის მიღებამდე
უკუჩვენებები:
ფერო-დენკ 50 არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ალერგია პრეპარტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
– ინფექციით ან სიმსივნით გამოწვეული ანემია, რომელსაც არ ერთვის თან რკინადეფიციტური ანემია.
– რკინის დაგროვება (რკინის მაღალი დონე) (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)
– რკინის უტილიზაციის დარღვევები (სიდეროაქრესტული ანემია, დატვირთვითი ანემია, თალასემია).

განსაკუთრებული სიფრთხილით:
ფერო-დენკ 50 გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა იმ წამლებს, რომლებიც მითითებულია პუნქტში `ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, თუ მსგავს მოვლენას ადრეც ჰქონდა ადგილი.
განსაკუთრეული სიფრთხილე არის საჭირო, თუ პრეპარატი მიიღება რკინის მარილებთან ერთად, რათა არ მოხდეს რკინის დოზის გადაჭარბება.
თუ ანამნეზში აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხლით, რათა არ მოხდეს კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების გამწვავება. ამის შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
აღნიშნული პრეპარტი მშეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად, თუ პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა სახის შაქრის მიმართ აუტანლობა, ფერო-დენკ 50-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ფერო-დენკ 50-ის გამოყენება არ არის აკრძალული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ბავშვები და ხანდაზმულები:
დადგენილია, რომ პრეპარტის მიღება არ არის რეკომენდირეული ბავშვებისთვის და ხანდაზმული პირებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– რკინის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინების, პენიცილამინის, ლევოდოპას და მეთილდოპას აბსორბციას.
– რკინის მარილები ხელს უშლის ქინოლონის ანტიბიოტიკების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი) აბსორბციას.
– რკინის მარილები ამცირებს თიროქსინის აბსორბციას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თიროქსინის ჩამნაცვლებელ პრეპარატებს.
– რკინის აბსორბციას ამცირებს ქოლესტირამინი, ანტაციდები (ჩა++, Mგ++, Aლ++ მარილები), აგრეთვე კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი ნივთიერებები.
– რკინის მარილების და არასტეროიდული პრეპარტების კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა უფრო გაამწვავოს რკინის პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და ნაწავების გაღიზიანება.
– რკინის შემბოჭველი ნივთიერებები, მაგალითად ფოსფატები, ფიტატები, ოქსალატები, აგრეთვე რძე, ყავა და ჩაი, აფერხებენ რკინის აბსორბციას.
ფერო-დენკ 50 არ მიიღება ზემოხსენებული პრეპარატების მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზა:
ფერო-დენკ 50 მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმინებული, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერო-დენკ 50 მიიღება იმ ხანგრძლივობით, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
თუ ფერო-დენკ 50-ის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ფეროდენკ 50-ის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მთითება, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი დოზირების რეჟიმი:
12 წელზე უფროს ბავშვებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში, ხოლო მოზრდილებში 1 შემოგარსული ტაბლეტი 2-4-ჯერ დღეში. ჰემოგლობინის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მკურნალობის დასაწყისში მოზრდილებში შესაძლებელია დაინიშნოს 2 შემოგარსული ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

ფეროდენკ 50-ის მიღების წესი:
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, უზმოზე, დილით ან ჭამამდე 1 საათით ადრე.

ფეროდენკ 50-ის მიღების ხანგრძლივობა:
რკინის პრეპარატის დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის სიმძიმეზე. ამის შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტმა მიიღო ფერო-დენკ 50-ის ძალიან დიდი დოზა (ნებით ან უნებლიედ), ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ფეროდენკ 50-ის ძალიან მცირე დოზის მიღება ან დოზის გამოტოვება:
პრეპარატი მიიღება ექიმის მითითების შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში პრეპარტის მიღება უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის მიხედვით.

ფეროდენკ 50-ის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება:
პრეპარტის მიღების შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის დარღვევები და ყაბზობა იშვიათია.
ხშირად ვლინდება შავი განავალი, რაც გამოწვეულია შავი რკინის სულფიდი პროდუქციით. თუმცა ეს არ წარმოადგენს რაიმე საგანგაშო მოვლენას, რადგან იგი გამოწვეულია რკინის შემცველი პრეპარტების მიღებით. ყაბზობა შესაძლებელია შემსუბუქდეს შესაბამისი საკვების მიღებით.
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს მისაღები ზომები:
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა, როგორც ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) ერთ-ერთი კომპონენტი და რამდენიმე ფერმენტში შემავალი ნივთიერება, ცენტრალურ როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. რკინის დეფიციტი ხელს უშლის თითქმის ყველა უჯერდულ ფუნქციას, განსაკუთრებით კი იმ პროცესებს, რაც საჭიროებს ჟანგბადის არსებობას, როგორიც არის მაგალითად ზრდის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რკინის გარკვეული ნაწილი შეიწოვება საკვებიდან, იგი არ არის საკმარისი რკინის ძლიერი დეფიციტის დროს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რკინის შემცველი პრეპარტების მიღება.

ფარმაკოკინეტიკა:
ფიზიოლოგიურ პირობებში შეიწოვება მიღებული რკინის 10%. აბსორბცია იზრდება რკინადეფიციტური ანემიის დროს, მაგრამ იგი იშვიათად აჭარბებს მიღებული დოზის 50%-ს. ტრივალენტურ რკინისთან შედარებით პH 7-ის პირობებში ბივალენტური რკინის ხსნადობა 1015-ჯერ უფრო მეტია თორმეტგოჯა ნაწლავში და ზედა მლივ ნაწლავში, სადაც ხდება რკინის ძირითადი აბსორბცია. შესაბამისად ბივალენტური რკინა უფრო ადვილად აბსორბისდება.
რკინის (II) ფუმარატი წარმოადგენს საშუალო სტაბილურობის რკინის კომპლექსს, შესაბამისად იგი უფრო ხელსაყრელია შიგნით მისაღებად.
იმის გამო, რომ საკვები აფერხებს აბსორბციას, ფერო-დენკ 50 ინიშნება ჭამამდე ან ჭამის დროს. რკინის მცირედ ხსნადი ნაერთების წარმოქმნა ფიტატებთან (მარცვლელული), ფოსფატებთან (რძე), ოქსალატებთა (ისპანახი, რევანდი) ტანინებთან (ჩაი) ამცირებს რკინის აბსორბციას.
ბიოათვისებულობაზე მოქმედებს ის დრო, რაც საჭიროა რკინის დაშლისთვის და აბსორცსიის ადგილას არსებული რკინის იონების რაოდენობა.

შენახვის წესები:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა მითითებულია ბლისტერზე და შეფუთვაზე
პრეპარატი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი #50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG,
გერმანია

გაფრთხილება